წელს ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ოცდამეორედ ჩატარდება.
ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ
კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი
ვებგვერდზე saba.com.ge
განაცხადების მიღება 4 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“
ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის
ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.
2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში
გამოავლენს:
1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილი.
მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდება. ასევე,
კონკურსის
მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც
განთავსდება SABA
Reader-ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა
2002 წელს
დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის
დარგში.
დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი
შეაფასა, კერძოდ
5000-მდე წიგნი განიხილა, 200-ზე მეტი პრემია გასცა და 170-ზე მეტი
ავტორი
დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და
მეტჯერ).
ჟიურიში კი 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.
ტრადიციულად, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ზაფხულში გახდება
ცნობილი,
ხოლო გვიან შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია
გაიმართება.
(R)
მასალის გამოყენების პირობები