სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 15-17
თებერვალ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16
თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7
გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო), სააგენტოს
ცნობით, 15-16 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 17 თებერვალს
შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს
დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე
დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო) კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3,
+5 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე წვიმაა მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა 15-16
თებერვალს დედაქალაქშიც დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17
თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები