სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა დასასრულდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის , ახალგაზრდა ელჩის, ელენე ქაჩლიშვილის
ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად CSRDG-სგან, ევროკავშირისა
და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, გადაეცათ 700 ევრომდე ფინანსური
მხარდაჭერა.
“პროექტს უშუალოდ გურჯაანში 20 მდე მონაწილე ჰყავდა. პროექტი მოიცავდა
რიგ შეხვედრებს ფოკუს ჯგუფებთან, ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებილი
მობილური ჯგუფების შექმნას და შემდგომ უკვე საინფორმაციო შეხვედრებს
ახალგაზრდებთან.” -ამბობს ელენე ქაჩლიშვილი.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია:
- ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა და მათი
ინტერესის გაზრდაამ მიმართულებით.
- ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური
დაგარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე
ცნობიერების ამაღლებით.
- ახალგაზრდა ელჩების აღმოჩენა და მათი წახალისება მცირე ფინანსური
მხარდაჭერით(750 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის
პოპულარიზაციის მიზნით სოციალური მეწარმეობის სფეროში ახალგაზრდა
ლიდერების აღმოჩენა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნა.
- ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის,
დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის
მიმართულებით.
“პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით,
საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების
მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური
შესაძლებლობაა.
სოციალური მეწარმეობის განვითარებაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების
აქტიური ჩართულობა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა პროექტის „სოციალური
მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“
შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორციელდება CSRDG-ს მიერ ევროკავშირისა
და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები