ევროკავშირმა რა? სად? როდის? თამაშების მარათონი კახეთიდან დაიწყო
15:51 / 20.10.2023
კახეთში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომლის
კითხვებიც მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რათა მათ,
მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია
მიეღოთ.
კახეთში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომლის
კითხვებიც მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რათა მათ,
მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია
მიეღოთ.
თამაშში ერთდროულად 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
თელავის თამაშებს დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის
თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ნიკოლას სენდროვიჩი, რომელმაც
ხაზი გაუსვა ამ სახის ინიციატივების მნიშვნელობას:
„ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებსა და მათ განათლებას,
ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავლის საყრდენია. ისეთი
ინიციატივებით, როგორიცა არის თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის
შესახებ, ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ განათლება და გართობა
იმ სახით, რომ ახალგაზრდები ხალისიანი და ამავდროულად ინფორმირებულები
იყვნენ. გვიხარია, რომ მომდევნო წლის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ
გავაძლიეროთ მათი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღება
ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და შინაარსობრივი ფორმით.“
„რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდნენ თამაშის ავტორი და
საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა
წევრები.
მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე
თბილისში დასრულდება. წლის განმავლობაში თამაშები ჩატარდება
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისის თერთმეტ რაიონში
და არასრულწლოვანთა კოლონიაში. თამაშში მონაწილეობის მიღება
შესაძლებელია 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები