გურჯაანში, საბრძოლო დიდების მემორიალზე საქართველოს სახელმწიფო დროშა
საზეიმოდ აღიმართა. ცერემონიაზე მონაწილეობდნენ ადგილობრივი
ფოლკლორული ანსამბლები "გურჯაანი" და "ხარება".
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი
ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, პარლამენტის
წევრის დავით სონღულაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი მაჩხაშვილი და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 40-მეტრიანი
დროშის სადგამის მოსაწყობად ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 71 900 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა
კომპანია შპს ემსილაითმა შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები