კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსი
წელს უკვე მე-7-ედ ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდა 9
ნომინაციაში.
ამ დრომდე, ბოლო 4 წლის განმავლობაშ, სუფთა რეგიონის სტატუსს არავის
უთმობდა კახეთი, თუმცა, წელს ეს სტატუსი უკვე სხვა რეგიონს ერგო.
2022 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები
არიან:
• „სუფთა რეგიონი 2022“ - მცხეთა მთიანეთის რეგიონი
• „სუფთა მუნიციპალიტეტი 2022“ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
• „სუფთა ქალაქი 2022“ – ქალაქი ზუგდიდი
• „სუფთა სოფელი 2022“ - სოფ ჭაქვინჯი (ზუგდიდი); სოფ. ლესიჭინე
(ჩხოროწყუ)
• „ლამაზი ეზო 2022" - კახა ტურავას ეზო (ზუგდიდი); აკაკი ჯეჯელავას
ეზო (მარტვილი)
• „ლამაზი აივანი 2022“ - სასტუმრო "სევენთინ რუმსის" აივანი, ქ.
თელავი
• „საწარმოს ლამაზი ეზო 2022“ - მეღვინეობა შუმის ეზო (თელავი,
წინანდალი)
• „სუფთა/ლამაზი ქუჩა 2022“ - ქ. რუსთავი, კოსტავას ქუჩა
• „ლურჯი ნაკადული - 2022“- ჩიხურა (საჩხერე)
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა:
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი
წვლილისთვის;
• დუშეთის დასუფთავების სამსახური აქტიურობისთვის მუნიციპალიტეტში
• შპს „მაყარი ნარჩენების კომპანია“ სანაპირო ზონის
დასუფთავებისთვის
• შპს თბილსერვის ჯგუფი დირექტორი დავით ფაჩულია აქტიურობისთბის და
მხარდაჭერისთვის
აქტიურობისთვის, და ნარჩენების მართვაში შეტანილი წვლილისთვის
• ირინა ნიკოფოროვა
• თამთა ჭითანავა
• ქეთევან ცხაკაია
• არჩილ ტყაბლაძეს
• ნუგზარ მალაშხია
• შპს „არალი“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი (სამსახური რომელიც
ასუფთავებს გორის გზის მონაკვეთს)
კონკურსი 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის
მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა
ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა/ლამაზი ქუჩის“,
„სუფთა/ლამაზი ეზოს“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზოს“,
„ლამაზი აივნის“ და “ლურჯი ნაკადული“ გამოვლენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იდეა კონკურსის შესახებ პირველად 2015
წელს გაჩნდა „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში და მას
შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოების
ჩართულობის გაზრდა, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების
აქციებში.
„სუფთა რეგიონის“ კონკურსმა საზოგადოებაში თავიდანვე დიდი ინტერესი და
ჩართულობა გამოიწვია, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა წლებში კონკურსის
ფარგლებში გაზრდილი ნომინაციებისა და მონაწილეების რიცხვი.
მიმდინარე წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება
მე-7 ტარდება 9 ნომინაციაში. კონკურსის პერიოდში მონაწილეებს
საშუალება ქონდათ საკონკურსო პერიოდში წარმოედგინათ ჩამოთვლილი
ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო).
კონკურსის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება სპეციალური კომისია
(გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი
ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომლის წევრებიც შემოსული
ინფორმაციის საფუძველზე (10 ქულიანი სისტემით) აფასებენ საკონკურსე
მასალებს. “- ვკითხულობთ მწვანეთა მოძრაობა/დედამისიწ მეგობრების მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ულრიკ
ტიდესტრომი - შვედეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ილლეს - შვედეთის
განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოლომონ პავლიაშილი - გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ
პავლიაშვილი, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები.
ცნობისთვის, კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს
სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო
ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და
შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა
კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ
“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი
ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის
მთავრობის მხარდაჭერით.
აქვე შეგახსენებთ, რომ კონკუე=რსის გამარჯვებულების დაჯილდოება
გაიმართა 28 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ.
თბილისის საკრებულოს შენობაში.
მასალის გამოყენების პირობები