თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამოქმედდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოვეს მომავალში
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამოქმედდება.
მათივე თქმით, საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით
მგზავრობის საფასური 1 ლარით განისაზღვრა, თუმცა, მოსახლეობის
გარკვეული კატეგორია შეღავათებით ისარგებლებს.
50%-იანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ
კატეგორიას:
• პენსიონერები;
• იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;
• ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
• სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება
100 000-ს;
• სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო
ქულა არ
• აღემატება 150 000 -ს;
• სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო
ქულა არ
• აღემატება 150 000 -ს;
• სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები,
რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
• (ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“
ბენეფიციარები;
• თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო
სკოლების მოსწავლეები;
• თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული
ავტორიზებული
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
სტუდენტები.
„იმ შემთხვევაში, თუ ზემოთჩამოთვლილი კატეგორიიდან რომელიმეს
მიეკუთვნებით და
გსურთ, ისარგებლოთ 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით, გთხოვთ,
რეგისტრაციის
მიზნით, 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, მიმართოთ თელავის
მუნიციპალიტეტის მერის
წარმომადგენლებს თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,
შესაბამის
ტერიტორიულ ოფისებს“-აცხადებენ მერიაში.
ოფისები მდებარეობს:
• აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული - რუსთაველის N73
• ალაზანი - კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეული - ალაზნის გამზ.N
14
• დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული - ქეთევან წამებულის N
3ა
• ძველი თელავის ადმინისტრაციული ერთეული - ქეთევან წამებულის N
3ა
• ცენტრალური თელავის ადმინისტრაციული ერთეული - ერეკლე II-ის გამზ. N
16,
რაც შეეხება სოფლად მცხოვრებლებს, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი
სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს.
ცნობისთვის, რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები.
აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:
0(350) 27 23 00.
მასალის გამოყენების პირობები