საზოგადოება
“ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი “დაშბაშის პანორამა” მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე სახლის ეზოში დგას. იქიდან ყველაფერი ჩანს, რაც ასე იზიდავს ტურისტებს. მათი რიცხვი კი იზრდება, განსაკუთრებით, ბოლო დროს, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდის გახსნის შემდეგ.



კოტეჯი დაშბაშის კანიონის შუშის ხიდსაც ზემოდან დაჰყურებს. გარდა კანიონის ხედისა, ირგვლივ ბევრი რამ იქცევს ყურადღებას — თითქმის ეზოს მიჯნაზევეა X საუკუნეში აშენებული მცირე ზომის ეკლესია. ეზოდან ერთ-ერთი ბილიკი ჩანჩქერთან ჩადის და ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ ეზო სახლითა და კოტეჯით, სრულ ჰარმონიაშია დაშბაშის ღირსშესანიშნაობებთან.

“ადგილმა აგვირჩია”

“ჩვენ არ აგვირჩევია ეს ადგილი, ამ ადგილმა აგვირჩია. ბოლო წლებში, თვითონ მოგვთხოვა, რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა აქ”, — ამბობს ერნა და განმარტავს, რომ კანიონის მიმართ ტურისტების გაზრდილ ინტერესთან ერთად, “ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა”.

სახლის წინ ბილიკი გადის, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურამდე, ხეობაში ჩასასვლელი ძირითადი გზა იყო. ამიტომ, ტურისტებთან ურთიერთობა მუდმივად უწევდათ. მათთან ყოველი კომუნიკაცია კი ოჯახს პირდაპირ მიანიშნებდა, რა სჭირდებოდათ ხეობის სტუმრებს.



“გვეკითხებოდნენ, ხომ არ იცით, სად შეიძლება, ვჭამოთ ან გავჩერდეთო. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, გადაგვედგა პირველი ნაბიჯები.
2018 წელს პატარა მაღაზიით დავიწყეთ. ეს განსაკუთრებულად რთული პერიოდი იყო ჩემთვის, რადგან მაღაზიაშიც ვმუშაობდი და, პარალელურად, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი.

წამოწყებამ გაამართლა. შემდეგ კაფე გავხსენით და ვხვდებოდით, რომ სასტუმროც უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა არა ტიპური სასტუმრო, არამედ, განსხვავებული, ისეთი, ავთენტური რომ იქნებოდა ბუნებასთან და ამ ადგილთან. მივხვდით, ეს უნდა ყოფილიყო ხის კოტეჯი პანორამული ხედით“, - ამბობს ერნა.

პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნამდე

ოჯახი ერნას იდეებს ყოველთვის მხარს უჭერდა, ჩანაფიქრიდან — რეალიზებამდე. ასეა დღესაც — სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, ერნასთან ერთად, ოჯახის ყველა წევრია ჩართული.

„ჩემს ყველა იდეაზე ამბობდნენ — კარგი, მოდი, ვცადოთ, ეს კი მოტივაციას მიასმაგებდა. განსაკუთრებით, დედის მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან სწორ და გამოსადეგ რჩევებს მაძლევდა“, - აღნიშნავს ერნა.

იდეების რეალიზებამდე, როგორც თვითონ ამბობს, „პატარ-პატარა ნაბიჯებმა“ მიიყვანა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო მეტი ინფორმაციის მოძიება საგრანტო პროექტზე „ეს წალკაა“, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა.
თავდაპირველად ამ პროექტის შესახებ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან (LAG) შეიტყო, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

„მახსოვს, LAG-ის წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას. ჩემი იდეით სწორედ მათ მივმართე და ძალიან დიდი მხარდაჭერაც მივიღე — დამაკვალიანეს, რა იყო მნიშვნელოვანი პროექტის წერისას, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი.
დიდი გამოწვევა იყო. არც ცოდნა მქონდა, არც — გამოცდილება. LAG-ის დახმარების პარალელურად, პროექტის წერისას უამრავ ინფორმაციას ვიძიებდი ინტერნეტიდანაც. ზოგჯერ ინტუიციას მივყვებოდი. სირთულეების გადალახვაში ჩემი ოპტიმისტური ხასიათიც მეხმარებოდა. ამის მიუხედავად, იყო მომენტები, როდესაც შემშინებია, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ - არა! ასეთ პერიოდებს თვითრწმენა და ბევრი შრომა უნდა დაუპირისპირო“, - ამბობს ერნა.
გამოწვევების მიუხედავად, მიზნის მიღწევა მაინც შეძლო. მან საკუთარი იდეა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში — ეს წალკაა“ საგრანტო კონკურსში წარადგინა და 30 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.

ევროკავშირის ეს პროექტი სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. მისი მიზანია, წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებისთვის შემოსავლის მრავალფეროვანი წყაროები შექმნას და მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივ და ბიზნეს ინიციატივებს. ამ პროექტის ფარგლებში არაერთი გრანტი გაიცა და პეპანიანების ოჯახიც მათ შორისაა.

„დაშბაშის პანორამა“

კოტეჯის მართვისას ოჯახის წევრებს როლები გადანაწილებული აქვთ. ერნა, მეტწილად, სტუმრებთან კომუნიკაციასა და სასტუმროს პოპულარიზებაზე ზრუნავს.



„ვმართავ გვერდებს Booking-ზე, Airbnb-სა და Facebook-ზე. ეს პლატფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუმრების მოსაზიდად, არამედ უკუკავშირის მისაღებადაც. უკუკავშირი პოზიტიურია. განსაკუთრებულად კი ის გვახარებს, როდესაც წერენ, ხედის გამო მოვედით, მაგრამ მასპინძლობის კულტურამ მოლოდინს გადააჭარბაო.
ვიზიტორებისთვის მხოლოდ კომფორტული პირობების შექმნა არაა საკმარისი. მასპინძლობაა მნიშვნელოვანი — დახვედრა, გულწრფელი ემოციური კავშირი მათთან და გულღიაობა. მთავარია, მიიღო ისინი ისე, როგორც საკუთარ სახლში“, - ამბობს ერნა.
ხისგან აშენებული კოტეჯი მაქსიმუმ, ოთხ ადამიანზეა გათვლილი. კოტეჯი თანამედროვე და მყუდროა. ავეჯის განლაგებასა და დიზაინზეც თავად ერნამ იზრუნა. „დაშბაშის პანორამას“ სტუმრებს შორის ბევრი უცხოელია, მათ შორის, ევროპის ქვეყნებიდანაც. ხელმისაწვდომი ფასისა და ხედის გამო, კოტეჯი ადგილობრივებშიც პოპულარულია.

სამომავლო მიზნები

მართალია, საქმიანობის ამ ეტაპზე ბევრი თანამშრომელი არ სჭირდებათ, მაგრამ კოტეჯსა და სამზარეულოში ორი ადამიანის დასაქმება მაინც შეძლეს. მომავალში კი მეტსაც დაასაქმებენ, რადგან ოჯახს ბიზნესგანვითარების გეგმა აქვს.

„მომავალს დიდი იმედებით ვუყურებთ. გვინდა, გავაძლიეროთ სარესტორნო საქმიანობა და რამდენიმე კოტეჯიც შევმატოთ ამ ადგილს“, - აღნიშნავს ერნა.
ერნა პეპანიანი პროფესიით იურისტია. უნივერსიტეტი თბილისში უკვე დაასრულა. პროფესიულ განვითარებას გეგმავს, მაგრამ მთავარ მიზნად ჯერ მაინც სასტუმროს ბიზნესის განვითარება აქვს დასახული.
„მინდა, მივეხმარო ოჯახს და შევქმნა რაღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც დავუტოვებ მათ და შეძლებენ, მართონ“, — გვეუბნება ერნა.

სწავლის გაგრძელება გერმანიაში უნდა და ახალი კოტეჯების აშენების შემდეგ, ეს მისი მომდევნო მიზანი იქნება.
იმ ახალგაზრდა ქალებს კი, რომლებიც ახლა ფიქრობენ საკუთარ საქმიანობაზე და არ იციან, როგორ დაიწყონ, ამ რჩევებს უტოვებს:
„შეცდომებიც დავუშვი და ამის გამო ბევრჯერ მისაყვედურია კიდეც საკუთარი თავისთვის, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამან გამოცდილება მომცა, ეს უნდა გამევლო.





ასეთი გამოთქმაც არსებობს: იმისთვის, რომ რაღაც კარგად გამოგივიდეს, ჯერ ცუდად უნდა გააკეთოო. რამეს ცუდად რომ აკეთებ, ესეც გაკეთებაა, საერთოდ არაფრის კეთებას სჯობს. ასე რომ, არ შეგაშინოთ შეცდომებმა. გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების. უნდა დაისახოთ რეალისტური მიზნები, გადადგათ პატარ-პატარა ნაბიჯები და დიდი შრომით ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

ისიც გახსოვდეთ: როგორც არ უნდა გეხმარებოდნენ, თუ გინდა რამეს მიაღწიო, პირველ რიგში, შენ თავად უნდა იშრომო ძალიან ბევრი“.
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის "ეს წალკაა" ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ორგანიზაცია CENN-თან ერთად, უკვე მესამე წელია წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებაზე, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე მუშაობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებით. ეს პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას, ქალთა გაძლიერებას და შედეგად, რეგიონში ეკონომიკის განვითარებას.

ავტორი: გიორგი გიორგაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.