გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ავტობუსები ჯერ არ შეუძენია, თუმცა,
საკრებულომ უკვე გამოსცა დადგენილება ტრანპოსრტის მოძრაობის განრიგის
შესახებ. ცნობილია ის 5 მარშრუტი, რა მიმართულებითაც 10 ახალი
ავტობუსი იმოძრავებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის
მარშუტები ასეთია:
№1 - სარაჯიშვილის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთა;
ვაჩნაძის ქუჩა; ბესიკის ქუჩა; ცხრა აპრილის ქუჩა; ქოროღლიშვილის ქუჩა;
კოსტავას ქუჩა; აღმაშენებლის ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; წმ. ნინოს
ქუჩა; სანაპიროს ქუჩა; რუსთაველის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩა;
გურამიშვილის ქუჩა; სარაჯიშვილის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთა;
(წრიული მოძრაობა).
№2 - ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; თავისუფლების
ქუჩა; აღმაშენებლის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; მარჯანიშვილის ქუჩა;
თაყაიშვილის ქუჩა; რუსთაველის ქუჩა; სანაპიროს ქუჩა; წმ. ნინოს ქუჩა;
თავისუფლების ქუჩა; ქ. გურჯაანის ავტოსადგური; (წრიული მოძრაობა).
№3 - ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; სოფელი ჩუმლაყი;
სოფელი ახაშენი; სოფელი ველისციხე; სოფელი მუკუზანი; სოფელი
ვაზისუბანი; სოფელი შაშიანი; სოფელი კალური; სოფელი ვაჩნაძიანი;
სოფელი კახიფარი.
უკუსვლა - სოფელი კახიფარი; სოფელი ვაჩნაძიანი;
სოფელი კალაური; სოფელი შაშაინი; სოფელი ვაზისუბანი; სოფელი მუკუზანი;
სოფელი ველისციხე; სოფელი ახაშენი; სოფელი ჩუმლაყი; ქალაქ გურჯაანის
ავტოსადგური.
№4 - ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; სოფელი გურჯაანი;
სოფელი ჭანდარი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ვეჯინი; სოფელი კოლაგი;
სოფელი ბაკურციხე; სოფელი კარდენახი.
უკუსვლა - სოფელი კარდენახი; სოფელი ბაკურციხე;
სოფელი კოლაგი; სოფელი ვეჯინი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ჭანდარი;
სოფელი გურჯაანი; ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.
№5 - ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; თავისუფლების
ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩა; ძმები შალიკაშვილების ქუჩა; ზიარის ქუჩა;
სოფელი ფხოველი; სოფელი ქოდალო; სოფელი არაშენდა; სოფელი დარჩეთი;
სოფელი ნანიანი; სოფელი ჯიმითი; სოფელი კაჭრეთი; სოფელი ზემო
კაჭრეთი.
უკუსვლა: სოფელი ზემო კაჭრეთი; სოფელი კაჭრეთი;
სოფელი ჯიმითი; სოფელი ნანიანი; სოფელი დარჩეთი; სოფელი არაშენდა;
სოფელი ქოდალო; სოფელი ფხოველი; ზიარის ქუჩა; ძმები შალიკაშვილების
ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩა; თავისუფლების ქუჩა;
ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კონსოლიდირებული
ტენდერით 10 ავტობუსს შეიძენს. როგორც მერმა, ზურაბ უტიაშვილმა 28
ოქტომბერს
ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 8-მეტრიანი
ავტობუსების შესაძენად შეკვეთა უკვე გაკეთებულია.
მასალის გამოყენების პირობები