უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა - მისი ვინაობა ცნობილია
დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი
ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინაში დაღუპული მეოცე ქართველი მებრძოლი
ედიშერ კვარაცხელიაა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „რადიო თავისუფლება“
ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ედიშერ კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი
დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო. იგი უკრაინაში 2014 წლიდან
იბრძოდა.
აღსანიშნავია, რომ ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს
ომის მონაწილეც იყო.
მასალის გამოყენების პირობები