ევროკავშირისა და Save the Children International-ის მიერ პროექტის
„უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში ცნობიერების ამაღლების კამპანია
დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გუშინ, 29 ივლისს
მოეწყო ღონისძიება, რომლის მიზანს წარმოადგენს მობილური ახალგაზრდული
მუშაკების პროფესიისა და მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის
ინტეგრირების სტრატეგიების შესახებ ადგილობრივი ჩართული მხარეების
ცოდნის გაღრმავება.
Save the Children International საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა
დამსწრე პირებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ „უნარები
დასაქმებისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამწლიანი
პროექტის „უნარები წარმატებისათვის შესახებ“, რომელსაც აღნიშნული
ორგანიზაცია ახორციელებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, კონრად
ადენაუერის ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან
ერთად.
„პროექტი მიზნად ისახავს 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის სამეწარმეო და
დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას. პროექტის ძირითად
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომლებიც არ სწავლობენ, არ
არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან (შემდგომში,
NEET ახალგაზრდები) და ხორციელდება საქართველოს ხუთ რეგიონში -
გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში ამ ტიპის
ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობებზე წვდომის
გაზრდის გზით.,“ - აღნიშანავენ ორგანიზაციაში Save the Children
International.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალგაზრდობის, კულტურისა
და ციფრული საზოგადოების პროგრამების მენეჯერის, ნინო სამველიძის
განმარტებით: “ამგვარი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მობილური ახალგაზრდული მუშაკების პროფესიის ცნობადობის ზრდის
კუთხით”.
როგორც ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ვატო
ბააკაშვილი ამბობს, ახალგაზრდული რესურსების გაძლიერება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სახელმწიფო თანამდებობის პირებისათვის, რაც
უზრუნველყოფს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და
ახალგაზრდებზე მორგებული მომსახურების მიწოდებას.
ცნობისთვის, ლაგოდეხში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ დაინტერესებული
მხარეები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა,
ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი
პარტნიორები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, კერძო
სექტორი, მობილური ახალგაზრდული მუშაკები, ახალგაზრდები, რომლებბიც არ
სწავლობენ, არ არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან,
ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მონაწილეობენ
ახალგაზრდობის განვითარებასა და გაძლიერებაში.
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, პარტნიორებთან - კონრად
ადენაუერის ფონდი (KAS), სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო და ააიპ
საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია - ერთად პროექტს უნარები
წარმატებისთვის“ 2020 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები