მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, ადამიანის
ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დარწმუნდეთ, რომ დაცული ხართ ე.წ. თბური
ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.
როგორც
დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში
განმარტავენ, ზაფხულის ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს თქვენი
პატარების დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები,
სისხლის მიმოქცევის მოშლა. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები
იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა),
გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული
გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
ამიტომ მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები
ძლიერი სიცხისგან. ამ მიმართულებით დაავადებათ კონტროლის ცენტრი
რეკომენდაციებს ავრცელებს:
- თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი
მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც
შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.
- მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის
გამოყენებას;
- გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს
შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი
ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
- ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს
ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური
აბაზანაში;
- გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
- თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა,
დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო
საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის
ინსტრუქციას;
- არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან
მზის სხივების ქვეშ;
- დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ
მოწყურდება.
როგორ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ბავშვების
გარდა, სიცხე ასევე განსაკუთრებით საშიშია, მოხუცებისა და ქრონიკული
დაავადების მქონე პირებისათვის.
ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და
სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით
2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის
მიზეზი გახდა.
ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და
შენი ახლობლების სიცოცხლე. ამიტომ უფრო კონკრეტული რეკომენდაციები
შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები