ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, მაროკოდან კრეტამდე, ანომალიური სიცხეების
გამო გაჩენილი ხანძრის კერების ლიკვიდაციისთვის, განლაგებულია
ათასობით მეხანძრე და წყლის ბომბდამშენი საჰაერო სისტემები. ამ
დროისთვის აქტიური ხანძრის კერებია საფრანგეთში, ესპანეთსა და
პორტუგალიაში.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით BBC-ი ავრცელებს.
სტატიის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ.
საფრანგეთში ამ დროისთვის ევაკუირებულია 16 000 ადამიანი, რომელთაც
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ანომალიური სიცხისგან წარმოქმნილი
ხანძარი საფრთხეს უქმნიდა. ამ დროისთვის ხანძრის კერები ასევე
გავრცელებულია ესპანეთში, ხორვატიასა და საბერძნეთში.
ტურისტებისთვის პოპულარული ჟირონდის რეგიონიდან ადგილობრივმა
ხელისუფლებამ მოახდინა ბანაკებიდან რეინჯერების ევაკუაცია, ზონა
მანამდე ტურისტებმაც დატოვეს. ხანძარი ამ დროისთვის გავრცელებულია ლა
ტესტე-დე-ბუხისა და ლანდირასის ტერიტორიებზეც.
ესპანეთის სამხრეთში, 3,200-ზე მეტმა ადამიანმა თავი შეაფარა მიიას
ბორცვებს, მოგვიანებით ზოგმა მათგანმა შეძლო დაბრუნება.
პორტუგალიაში ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ბოლო დღეებში სიცხის გამო 1000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი
პორტუგალიასა და ესპანეთში.
მიიას ხანძრის კერა ახლოსაა პოპულარულ ტურისტულ ზონასთან, მალაგასთან.
ესპანეთში ხანძრის კერებია ასევე კასტილია და ლეონის პროვინციაში,
გალისიასა და ესტრემადურაში.
„ჩვენ უბრალოდ ავიღეთ საჭირო ნივთები და გავიქეცით, ამ დროისთვის,
უკვე ყველა გზაზე მოძრაობდა... მობილიზებული იყო ბევრი სასწრაფო
დახმარების მანქანა და მეხანძრე“ , - ამბობს როიტერსთან საუბარში
მალაგაში მცხოვრები ელენ მაკქარდი.
ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ - დასავლეთით მაროკოდან აღმოსავლეთით
კრეტამდე - განლაგებულია ათასობით მეხანძრე და წყლის ბომბდამშენი
თვითმფრინავები. სამშაბათიდან, 12 ივლისიდან, მთელ რეგიონში
მძვინვარებს ძლიერი სიცხე, ცოცხალი მცენარეული საფარი
გამომშრალია.
სითბური ტალღები მეტად ხშირი, ინტენსიური და გრძელი გახდა ადამიანის
მიზეზით გამოწვეული კლიმატური ცვლილების გამო. მსოფლიო ტემპერატურა
ინდუსტრიული ერის დაწყებიდან დღემდე 1.1
0 C გაიზარდა და ეს
პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობები მკვეთრად არ
შეამცირებენ სახელმწიფოებში ნახშირბადის გამონაბოლქვის
რაოდენობას.
საფრანგეთში, ამინდის პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთში კვირას,
17 ივლისს, ტემპერატურა 41
0 C დაფიქსირდა და ორშაბათისთვის
[დღეს] სიცხის ახალი რეკორდია მოსალოდნელი. პორტუგალიაში ტემპერატურამ
47 გრადუსს მიაღწია.
გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობას აფრთხილებენ მოსალოდნელი
ექსტრემალური ტემპერატურის შესახებ. შესაძლოა, ქვეყნის ზოგიერთ
ნაწილში ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწიოს.
მასალის გამოყენების პირობები