ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის, ბელა ხოტენაშვილის 1 წლის და 4 თვის
შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
პატარა გაბრიელ სულაშვილს 7 თვის ასაკში აღმოაჩნდა ნეირობლასტომა
აგრესიული ფორმით. ის უკვე 8 თვეა საფრანგეთში მკურნალობს.
მკურნალობის ბოლო ეტაპზე მოხდა დაავადების რეციდივი და ახლა მას ახალი
ამერიკული პრეპარატი სჭირდება, რომელიც 31 მაისს დაამტკიცა აშშ-ს
წამლების სააგენტომ. მისი ღირებულება ასეულობით ათასი დოლარია და
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინიტროს ამ ეტაპზე ხელი არ მიუწვდება. დრო
არ ითმენს, დაავადება ყოველდღე აგრესიულად პროგრესირებს.
პატარა გაბრიელის მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ანგარიშის ნომერია:
GE42TB7213545066300001
მიმღები :
ბელა ხოტენაშვილი
ცნობისთვის, თელაველი სპორტსმენი ბელა ხოტენაშვილი არაერთი ჯილდოს
მფლობელია. მის ანგარიშზეა 16 წლამდე გოგონათა შორის (2004წ), მსოფლიო
ჩემპიონის ტიტული, ასევე ევროპის და მსოფლიოს პრიზიორობა სხვადასხვა
ასაკობრივ ჯგუფში .
2009 წლიდან ბელა ხოტენაშვილის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი,
ასევე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია.
კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი,
მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება.
მასალის გამოყენების პირობები