თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებამ, რომლის
მიხედვითაც თელავში მუნიციპალური ტრანპორტის ღირებულება 1 ლარით
განისაზღვრა, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
მათი თქმით, ტრანსპორტი ან ისევ უფასო უნდა იყოს, ან 50 თეთრი მაინც
ღირდეს.
როგორც speqtri.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
ნიკოლოზ მეტრეველმა განუცხადა, გადაწყვეტილება სერვისის გაუმჯობესების
მიზნით იქნა მიღებული.
„მესმის საზოგადოების უკმაყოფილება, თუმცა აუცილებელია სერვისის
გაუმჯობესება და კომფორტი. ამისთვის ხომ თანხაა საჭირო. მერია კი
შედის 600 000 ლარის სუბსიდირებით ამ კომპანიასთან, თუმცა ეს კიდევ არ
არის საკმარისი. ეს ყველაფერი ისევ ხარისხის გაზრდას მოხმარდება.
1 ლარი გონივრული თანხაა. 50-თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ
პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები,
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ქულაც
100 000-ს არ აღემატება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები,
მარჩენალდაკარგულები, მარტოხლა მშობლები, სკოლის მოსწავლეები და
უმაღლესი სასწავლებლის სუდენტები. უკმაყოფილება ოპოზიციდან არის
წამოსული. თავიდან არ იყვნენ უკმაყოფილოები, როგორც სჩვევიათ, შემდეგ
გამოთქვეს პრეტენზია. თუ დაინტერესდებიან, ნახავენ, რომ ამდენი ხნით
არცერთ მუნიციპლიტეტში არ ყოფილა ტრანსპორტი უფასო,“- განაცხადა
ნიკოლოზ მეტრეველმა.
მისი თქმით, ტრანსპორტი ფასიანი აგვისტოს თვიდან გახდება, მანამდე კი
კურდღელაურის, შალაურისა და ვარდისუბნის მარშრუტები დაემატება. როგორ
გადაიხდიან თანხას მოწყვლადი ჯგუფები,დეტალები ზუსტდება.
მასალის გამოყენების პირობები