პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირბადის ტარება
სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო
დაწესებულებებში იქნება.
მისივე თქმით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის სავალდებულო
გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და
საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია
მოიხსნება.
ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია
დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს
საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან
მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან
ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად
ვიმოქმედებთ", -
განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები