საზოგადოება
დედები ემიგრაციიდან...
დღეს სამი მარტია, დედის დღე. აი, ის დღე, შვილები დედებს ყვავილებს, სამახსოვრო ბარათებს ან სხვა სიმბოლურ საჩუქრებს რომ ჩუქნიან.
ემიგრანტ დედებზე მოგიყვებით, იმ დედებზე, რომლებიც უთვალავი კილომეტრის მოშორებით შვილებს მონატრებულები,შვილების ჩახუტების გარეშე ხვდებიან დღევანდელ დღეს, თუმცა ისევ შვილების კეთილდღეობისთვის.




თამარ უსტიაშვილი
უკვე მეოთხე წელია იტალიაშია. როგორც გვიყვება, საკუთარ თავში იპოვა ძალა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულიდან ემიგრაციაში წავიდა. სამი შვილი ჰყავს, თათია, მარიამი და დათო. ახლა თათიაც ემიგრანტია და თამარს ეს ცოტათი თუ უმსუბუქებს ემიგრანტობით გამოწვეულ სევდას.

„მეუღლე რომ დამეღუპა 4, 5 და 6 წლის შვილები დამრჩა. გავიდა წლები, ჩემს თავში ძალა ვიპოვე, გავბედე და უცხო ქვეყანაში წავედი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ოჯახში ვარ, აქ ყველაფერი მაინც უცხოა ჩემთვის. ჩემი ხალხი, ჩემი სამშობლო და ჩემი ტრადიციები მენატრება. თათიას აქ ჩამოსვლა არ მინდოდა, არ მინდოდა ისიც ემიგრანტი ყოფილიყო და ჩემს გზას დასდგომოდა, მაგრამ ძალიან დიდი შვებაა ჩემს გვერდით რომ არის.

ჩემი დათო ორი თვის მოსული იყო ჯარიდან, მე რომ იტალიაში წამოვედი. არ მიშვებდა, მეუბნებოდა მე ვიმუშავებ, ოღონდ ნუ წახვალო, მაგრამ მხოლოდ მისი შრომა არ იქნებოდა საკმარისი. მე მეამაყება ჩემი შვილები. მადლობა უფალს, რომ ისინი ნამდვილი ადამიანები არიან. ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, იყვნენ ბედნიერი და ამაყი თავისი შვილებით. ყველა ემიგრანტ ქალს ვუსურვებ მონატრებული ოჯახის, შვილების და მშობლების გვერდით , გვეუბნება თამარი.



ციური ხუცურაული
ქალაქ ახმეტიდანაა. უკვე 3 წელია ემიგრაციაშია, კერძოდ კი - იტალიის ქალაქ ბარიში. ახლა თავის სალომესთან ერთად, ერთ სახლში მუშაობს, რაც ემიგრანტობის მძიმე ყოფას უმსუბუქებს. თუმცა საქართველოში დატოვებული ორი შვილისა და შვილიშვილების მონატრება მაინც სხვაგვარია,იმ შვილიშვილების, რომლებიც ჯერ არც კი უნახავს და მხოლოდ ონლაინ კომუნიკაციით იცნობს.

-„ ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო შვილის მონატრება, რომელიც ემიგრაციაში იყო და ხუთი წელი არ მყავდა ნანახი, იმ რთულ და გაჭირვებულ ცხოვრებაზე აღარაფერს ვამბობ. მადლობა უფალს გამიმართლა. დღეს ჩემს შვილთან, სალომესთან ერთად ვმუშაობ ერთ სახლში და ყოველდღე ვხედავ მას, მაგრამ საქართველოში ორი შვილი და შვილიშვილები მელოდებია, მხოლოდ ტელეფონით ვიცნობ მათ. ჩემი დიდი სურვილია, ყველა ერთად ვნახო საქართველოში. მინდა ვისარგებლო და პირველ რიგში დედაჩემს მივულოცო დედის დღე, რომელიც ყოველდღე ელოდება ჩემ დაბრუნებას. ემიგრანტ დედებს გამძლეობას ვუსურვებ და თავიანთი შვილები მალე ჩახუტებას“.



38 წლის ანა მაისურაძეც
ემიგრაციაშია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 2018 წელს წავიდა. წავიდა იმიტომ, რომ გიორგისა და ელენესთვის ცხოვრების უკეთესი პირობები შექმნას და მათ განათლებაზე იზრუნოს.

„ძვლების ტკივილამდე მენატრეობა შვილები“- გვეუბნება ანა. მისი ელენე ახლა 15 წლისაა, გიორგი კი - 18-ის.
თავიდან, როგრც ემიგრანტთა უმეტესობა, ანაც ოჯახში, დამხმარედ მუშაობდა. შემდეგ პროფესია შეიძინა, ახლა საკუთარი ბიზნესი აქვს და ქალბატონების ფრჩხილების სილამაზეზე ზრუნავს.
-„საშინელებაა, შვილებისგან და ოჯახისგან მოშორებით ყოფნა.

რა რთული დღეებიც გამოვიარე,მტერსაც არ ვუსურვებ. ძალიან გამიჭირდა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, თუ ენა არ იცი, ძალიან რთულია. ჩვეულებრივ, როგორც ყველა ემიგრანტი, მეც ოჯახში ვმუშაობდი. გადავწყვიტე, რამე ისეთი მესწავლა, დამატებითი შემოსავალი რომ მოეტყანა ჩემთვის, რთულია სხვის ოჯახში მუშაობა. შევისწავლე ფრჩხილის სპეციალობა და დღეს ჩემი საკუთარი ბიზნესი მაქვს. უამრავი მომხმარებელი მყავს და ახლა სხვებს ვასწავლი ამ ყველაფერს. თქვენი საშუალებით მინდა ყველა ემიგრანტ დედას მივულოცო დღევანდელი დღე და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. დიდი იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები საქართველოში და ჩემს მონატრებულ ოჯახს ჩავეხუტები“.




გურჯაანელი მაია აფციაური
მალე 60 წლის გახდება, ემიგრაციაში 2019 წლის მაისში წავიდა. როგორც თვითონ გვიყვება, ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ბანკის ვალი დაეფარა.

„მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბიზნესი წამოგვეწყო და გავხსენით „მონადირის მაღაზია“ იმ იმედით, რომ მომავალში ბანკი მოგვცემდა კრედიტს. ბანკი სესხს დაგვპირდა, თუმცა შემდეგ მათი პოლიტიკა შეიცვალა და იარაღის მაღაზიის დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. ასე აღმოვჩნდით კერძო მევახშის მარწუხებში. მერე რა მოგებაც გვქონდა, პროცენტში მიდიოდა და ძირი არ იფარებოდა. შემდეგ იყო სახლიდან გამოსახლება, სირცხვილი, ტირილი, მაგრამ არდანებება. ამიტომ წამოვედი ემიგრაციაში, რომ სახლი ორმაგად უკან გამომესყიდა და ჩემი შვილი სახლის გარეშე არ დარჩენილიყო. მევახშემ ესეც არ მაკმარა და ჩემი ქმარი ციხეში გაუშვა, სხვისი ქონების ხელყოფის ბრალდებით, რადგან სიცივის გამო იანვარში, ჩვენს სახლში ერთი საწოლი შეიტანა და იქ იძინებდა.“

ამბობს, რომ განსაკუთრებით უჭირს ემიგრაციაში ყოფნის პირველი დღეების გახსენება. ეს იყო მუდმივი ტირილი, ენის ბარიერი, მონატრება და უსუსურობის განცდა.

„რთულია, როდესაც ოჯახისგან შორს ხარ, ვერ ესწრები შვილის ბედნიერებას, ვერც მის ტკივილს იზიარებ და ანუგეშებ, ყოველთვის არ გაქვს ტელეფონით სარგებლობის უფლება და რავიცი, რამდენი რამე შეიძლება ჩამოვთვალო. ტირილი ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა და შედეგიც დადგა. ამდენ ნერვიულობაზე თვალის ბადურა ჩამომეშალა და მომიწია, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. შვილებისგან შორს ყოფნა უძნელესია, შვილიშვილებისგან - კიდევ უფრო ძნელი. ერთი სული მაქვს ბანკის ვალი, ანუ იპოთეკა დავფარო, რომ მაშინვე მანდ გავჩნდე. იქნებ მომავალი წლის 3 მარტისთვის შვებულება ავიღო და ცოტა ხნით ჩამოვიდე. ახალგაზრდებს კი ვურჩევ, რომ თავი შეიკავონ ემიგრაციაში წასვლაზე.“

თამარის, ციურის, ანას და მაიას მსგავსად, ყველა ემიგრანტი დედის სურვილი ერთნაირია და შვილების კარგად ყოფნას უკავშირდება.
მათ კი, ალბათ, გაღებული უანგარო მსხვერპლის სანაცვლოდ, შვილებთან ჩახუტება და თბილი ღიმილიც ეყოფათ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.