საზოგადოება
რატომ ვერ იღებენ ინფორმაციას იორმუღანლოელები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან
2014 წლის საქართველოს საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თითქმის 1/3 ეთნიკურად აზერბაიჯანელია და რადგან ზოგადი განათლება აზერბაიჯანულ ენაზე აქვთ მიღებული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო ენას ვერ ფლობს. ჩვენს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციაზე მიღებული პასუხის მიხედვით, ამჟამად თვითმმართველობაში დასაქმებულია მხოლოდ 8 ეთნიკურად აზერბაიჯანელი. მათგან ერთი - სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში უმცროს სპეციალისტად მუშაობს. დანარჩენი 7 არის ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ან თანაშემწე, იორმუღანლოს თემის სოფლებში.

ენის ბარიერის გამო, იორმუღანლოს თემის მოსახლეობა მერიის საიტზე ან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვერ კითხულობს.
ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციას აზერბაიჯანულ ენაზე არ ავრცელებს, რის გამოც თემის მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
მეორე პრობლემა, რაზეც ისინი საუბრობენ ის არის, რომ მერიაში არ ჰყავთ დასაქმებული აზერბაიჯანული ენის მცოდნე თანამშრომელი, რომელიც დაეხმარება იქ მისულ მოქალაქეებს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში.

კაზლარში მცხოვრები ჰამზა გასანოვი ამბობს, რომ ხშირად მოსახლეობას მერიასთან ურთიერთობისთვის თარჯიმანის ქირაობა უწევს.
„როდესაც საგარეჯოს მერიაში მივდივართ, გვთხოვენ, რომ თარჯიმანი მივიყვანოთ, რადგან თავად არ ჰყავთ. იძულებული ვართ ვინმე ქართულის მცოდნე წავიყვანოთ, ან ვიქირაოთ.

მე ვიცი ქართული ენა, მაგრამ ვინც არ იცის, ამაში ფულს იხდის. ქართული კი მესმის და ვლაპარაკობ კიდეც, მაგრამ თუ ოფიციალური დოკუმენტის შედგენაზეა საუბარი, მაშინ დახმარება მეც მჭირდება. მერიაში ჩვენი მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. მაშინ გვაკითხავენ, როცა არჩევნებისთვის სჭირდებათ რამე.

ჩემმა მეზობელმა გულის ოპერაცია უნდა გაიკეთოს, სტენტი უნდა ჩაუდგან. ნამდვილად არ იცის შეუძლია თუ არა, რომ მერია რამით დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ეხლა გავიგეთ, რომ თურმე მერია აფინანსებს მოსახლეობას. მისთვის სამასი ლარიც რომ მიეცათ, ნამდვილად შეღავათი იქნებოდა, გზის ხარჯებს მაინც დაუფარავდა.“
სოფელ პალდოში მცხოვრები აიჰან გასანოვი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა მათ თემში აქვთ როგორც ასაკოვან მოსახლეობას, ისე ახალგაზრდებს. ამიტომ მუნიციპალიტეტში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და შესაბამისად, ვერც სარგებლობენ.

„ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა მივმართოთ მერიას ჩვენს ენაზე და იმათ გადათარგმნონ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ შექმნას შესაბამისი სერვისი. მე დავწერ აზერბაიჯანულ ენაზე განცხადებას, ენის მცოდნემ გადათარგმნოს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. შემდეგ პასუხიც თარგმნონ აზერბაიჯანულ ენაზე. ეს არის ის, რაც მარტივი გასაკეთებელია. ამიტომ უნდა დასაქმდეს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ეცოდინება აზერბაიჯანულიც და ქართულიც. ეს მოაგვარებს პრობლემას.“

იორმუღანლოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ჩართულობით, გადაწყვიტეს მერიას ინიციტივით მიმართონ, რომ მათ თემში არსებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოგვარდეს.

თოზუ გულმამედლი ამბობს, რომ თუ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია მერიის სერვისების შესახებ, შესაბამისად, ვერც ისარგებლებენ ამ მომსახურებით. გარდა ამისა, აზერბაიჯანელებთან მიმართებით, სახელისუფლო პარტია არსებულ სახელმწიფო სერვისებს ბოროტად იყენებს.

„წინასაარჩევნოდ, ზოგი იმას მეუბნებოდა სოფლის რწმუნებულმა გამიკეთა დახმარება და ჩვენც შევთანხმდით იმ რწმუნებულთან, რომ მე არჩევნებზე ხმა უნდა მივცე სახელისუფლებო პარტიას, ანუ ხომ ხვდებით როგორ ჩამოყალიბდა ეგ სისტემა. სახელმწიფო სერვისებზე ინფორმაცია ყველასთვის ხელისაწვდომი არ არის, რომც გვქონდეს ინფორმაცია, ენის ბარიერის გამო ვერ ვსარგებლობთ ამ მომსახურებით, დახმარების მიღება თუ გვინდა, მაშინ პოლიტიკური ფიგურას უნდა წარმოვადგენდეთ ან ხელისუფლების მხარდამჭერი უნდა ვიყოთ. რაღაცნაირად ამ სახელმწიფო სერვისის მიღება დაუკავშირეს პოლიტიკურ პრეოცესებს და უხეშად რომ ვთქვათ, ამ სერვისს სახელისუფლო პარტია ბოროტად იყენებს. ეს სისტემური პრობლემების ჯაჭვია. რაც არასწორიც და არასამართლიანიც არის. მე რომ ვარ აზერბაიჯანელი, რატომ არუნდა ვისარგებლო ამ სერვისებით როგორც სხვა სარგებლობს. რატომ არ უნდა მქონდეს თანაბარი უფლებები, თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თელავის ოფისის კოორდინატორი, ანა პაჭიკაშვილი ამბობს, რომ კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, უზრუნველყოს მათ ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის და ასევე ნორმატიული აქტების თარგმნა.

„ სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მეთერთმეტე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი. ეს გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობებისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ასევე, თუკი საჭიროება მოითხოვს, უნდა ითარგმნოს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტიც.

ანუ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტს არ უზღუდავს, ამ დოკუმენტაციის თარგმნას. პირიქით, პოზიტიურად ეუბნება და ავალდებულებს, რომ შენთან თუკი კომპაქტურად ცხოვრობენ უმცირესობები და საჭიროება მოითხოვს, არცკი უნდა სჭირდებოდეს მუნიციპალიტეტს ვინმესგან დავალდებულება, რომ ეს ინფორმაცია თარგმნოს. იმიტომ, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რას აკეთებენ მათ მიერ დაფინანსებული და დაქირავებული საჯარო მოხელეები. ზოგადად ვალდებულები არიან, რომ საჯარო ინფორმაცია უფრო აქტიურად გამოაქვეყნონ და აუცილებლად თარგმნონ.

და მეორეც, არსებობს სტრასბურგის ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც მივუერთდით და ძალაშია 2006 წლიდან. აქაც იგივე ჩანაწერია, რაც ენის შესახებ კანონში. მუნიციპალიტეტის მერიაში ოფიციალურად უნდა ჰყავდეთ თარჯიმანი, პირი, რომელიც დაეხმარება იქ მისულ ადამიანებს კომუნიკაციაში,“ -ამბობს პაჭიკაშვილი.

მისი თქმით, მერია თავის თანამშრომლებს, ექსკლუზიურად, თვითონ ნიშნავს. კონკურსსაც თვითონ აცხადებს, თვითონ ირჩევს და გადაწყვეტილებასაც თვითონ იღებს, შესაბამისად ხელს არაფერი უშლის, რომ თარჯიმანის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადოს და შესაძლოა, ეს იყოს კიდეც პრობლემიდან კარგი გამოსავალი.

როგორ აპირებს მერია ამ პრობლემის გადაჭრას? - ამ კითხვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ გულიკაშვილს მივმართეთ. როგორც მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, იგეგმება კონკურსის წესით თანამშრომლის მიღება.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გამოვაცხადოთ კონკურსი და მივიღოთ ერთი თანამშრომელი, რომელსაც ქართულიც ეცოდინება და აზერბაიჯანულიც. ის დაეხმარება მერიაში მოსულ მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიღებასა და ოფიციალური დოკუმენტის მომზადებაში,“ - გვითხრა ავთანდილ გულიკაშვილმა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 14 °C
img
საგარეჯო 5 / 9 °C
img
დ.წყარო 4 / 11 °C
img
სიღნაღი 5 / 12 °C
img
ლაგოდეხი 6 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 14 °C
img
თელავი 6 / 10 °C
img
ახმეტა 5 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.