გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით, 24 ივლისს, 11:00 საათზე
Amazon.com_ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის
განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელის პავლე მგელაძის ვებინარი
გაიმართება, თემაზე „როგორ კადრებს ეძებს AMAZON საქართველოში“.
პავლე მგელაძე, პირველი ქართველია Amazon-ში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე,
სადაც მან მუშაობა 2016 წელს დაიწყო
"Emory"-ს
უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხის მიღების შემდეგ.
მისი კარიერა
Amazon-ში, საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო
„Trade-In“ გუნდისთვის და ახლა მსოფლიო რევერსული ლოგისტიკის
ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს გუნდს ხელმძღვანელობს.
როგორც თავად პავლე ამბობს თავის საქმიანობაზე: "ახალ ტექნოლოგიებს
ვიყენებ, მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად".
24 ივლისს, Online შეხვედრის ფარგლებში, პავლე ისაუბრებს, თუ როგორ
კადრებს ეძებს ამაზონი საქართველოში, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის
რეჟიმზე გადავა მსმენელი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამაზონმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 100-მდე თანამშრომელი ყავდა და მხოლოდ
რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებდა. დღეს კი, 1.3 მლნ თანამშრომელი ჰყავს
და 150-ზე მეტ ქვეყანაში სარგებლობენ მისი პროდუქტებითა და სერვისებით
- მიდგომები კი დღემდე უცვლელი რჩება.
გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით, ვებინარების სერია გაზაფხულიდან
მიმდინარეობს და პავლე მგელაძის გარდა, ამ დროისთვის
Google-ის პროგრამული
უზრუნველყოფის ინჟინრის გიორგი მეგრელის,
Ehotelspace-ის
დამფუძნებლის დაჯი ლიპარტელიანის, პოლონეთში ქართული ღვინისა და არტ
გალერეის დამფუძნებლის ქეთი ფრანგულაიშვილის ვებინარები გაიმართა.
24 ივლისს, 11:00 საათზე, „როგორ კადრებს ეძებს Amazon საქართველოში“
ვებინარზე დასწრებას შეძლებთ Zoom_ის დახმარებით:
https://us02web.zoom.us/j/87993482828 , ხოლო
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ გურჯაანის ტექნოპარკის
Facebook Event-ს:
https://fb.me/e/5uf30QI1f
მასალის გამოყენების პირობები