სოფელ კარდენახში არასამთავრობო ორგანიზაციამ „შემოქმედი საზოგადოება“
მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გამართა, ღონისძიების
თანაორგანიზატორი და მასპინძელი იყო „ნონიას მარანი“.
„ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას ევვროკავშირის
ფინანსური მხარდაჭერით ,,ფიფლ ინ ნიდ"( PINI)-ის პროექტის ფარგლებში,
დღეს მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ
ადგილობრივი ახალგაზრდები და სოფლის მოსახლეობა, საფუძველი ჩაეყარა
კარდენახის ეკო და კინო კლუბების დაარსებას, ასევე განვიხილეთ
ინიციატივა კარდენახში სკვერის მშენებლობის შესახებ. „ნონიას მარნის“
ეზოში მოვაწყეთ კინოჩვენება ეკოთემაზე. დავასუფთავეთ მომავალი სკვერის
ტერიტორია,“- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „შემოქმედი
საზოგადოების“ ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ჩამოყალიბდა შემოქმედთა საინიციატივო ჯგუფი,
რომლის მიზანია კარდენახის თემის ახალგაზრდების გააქტიურება უკეთესი
მომავალის შესაქმნელად. პროექტის ფარგლებში, მსგავსი აქტივობები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.
როგორც „ნონიას მარნის“ დამფუძნებელი ნინო კორკოტაშვილი აღნიშნავს,
მზად არის ახალგაზრდების ინიციატივებს მომავალშიც დაუჭიროს მხარი.
„ეკოლოგია 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემაა, მოზარდები ადრეული
ასაკიდან უნდა მიეჩვივნენ გარეოს მოვლა-პატრონობას. მნიშვნელოვანია,
მათ ინიციატივებს მხარს უჭერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა - რაც
შეიძლება მეტი რეკრიაციული ზონა და სკვერი რომ შეიქმნას სოფელში.
მადლობას ვუხდით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს სიმონ
ქოჩორაშვილს და მერის წარომადგენელს სოფელ კარდენახში, დავით
გოგებაშვილს. ისინი დაგვპირდნენ, რომ „ნონიას მარნის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე გაშენდება რეკრიაციული ზონა და მოეწყობა სკვერი“.
მასალის გამოყენების პირობები