12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა, რომელიც 1974 წლიდან
აღინიშნება. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო
გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის
დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც
საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და
განვითარებას.
გაგაცნობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ექთანს,
ელდინო შანშიაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში იმაზე დიდი
ემოცია არ არსებობს, როცა ახალი სიცოცხლის დაბადებაში იღებ
მონაწილეობას, როცა პაციენტი საკუთარი ოჯახის წევრებზე მეტად გენდობა
და შენი იმედი აქვს.
#იცნობდეთთქვენსგმირებს
... არსებობს ასეთი გამოთქმა , რომ ექთნის ხასიათი ისეთივე
მნიშვნელოვანია, როგორც ცოდნა, რომელსაც ის ფლობს".ეს არის ის ზუსტი
შეფასება , რომლითაც ასე ორი სიტყვით შეიძლება მიხვდე ვისზე
ვსაუბრობთ...
60 წელზე მეტი ღიმილით , ტკბილი ხმით ,პროფესიის ერთგულებით ... ასე
ცხოვრობს ჩვენი გმირი , რომელიც ათეული წლებია ახალი სიცოცხლის
სადარაჯაზე დგას, თავის ქალაქში ყველას უყვარს და ყველას სჭირდება
!!!
სულ მოწესრიგებული, წითელი ტუჩსაცხით, ლამაზი ვარცხნილობით, ღიმილით
და შემართებით, - ასეთი გამორჩეულია 81 წლის პროფესიონალი ექთანი
ქალბატონი ელდინო, რომელიც თავის საქმეს უფრო მოწოდებას უწოდებს,
ვიდრე პროფესიას.
-როცა სახლიდან გამოვდივარ ,საკუთარ თავს უკვე ვარწმუნებ ,რომ
ყველაფერი კარგად იქნება , სათვალავიც კი ამერევა ალბათ, რომ
გავიხსენო დღემდე რამდენჯერ გამიმორებია ეს ფრაზა პაციენტთან
პირველივე შეხვედრისთანავე. ამ იმედიანი და ტკბილი სიტყვებით იწყება
ჩვენი ახალი ისტორიაც, რომელიც სათავეს საოპერაციოდან იღებს და ხშირ
შემთხვევაში დიდ მეგობრობაშიც გადადის.
...შიში , სტრესი, გაურკვევლობა, სიცოცხლის წყურვილი რომელიც ასეა
გამძაფრებული პაციენტის მხრიდან, შენთან შეხვედრისას, ეს ექთნისთვის
ერთი ჩვეულებრივი დღის ნაწილი და ჩვენი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც
არის, შეხვიდე სრულიად უცნობ ადამიანთან ბრძოლაში მხოლოდ
გამარჯვებისთვის ეს უკვე სხვა ისტორიაა...
რა უნდა იყოს იმაზე დიდი ემოცია ცხოვრებაში, როცა ახალი სიცოცხლის
დაბადებაში იღებ მონაწილეობას,როცა სჭირდები ადამიანებს და საკუთარი
ოჯახის წევრებზე მეტად გენდობა და შენი იმედი აქვს?!
ჩვენი პროფესია ძლიერ ფსიქიკას , თავდადებას და საკუთარი საქმის ძლიერ
სიყვარულს მოითხოვს , ეს დამოკიდებულება ყველა პროფესიონალის უნარია,
მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენი საექთნო სამყარო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას
მოითხოვს ჩვენგან !!! ერთია იცოდე კარგად შენი საქმე , მეორე კი - ვინ
არის შენი გუნდი, თუ ეს ერთობა არ არსებობს, არაფერი გამოდის,
ამიტომაც ასე ერთგულად მოვდივარ ჩემს „ჯეო ჰოსპიტალს“-თან ერთად. ჩვენ
ერთმანეთის იმედით, პროფესიონალიზმით , დამოკიდებულებებით, წლებია რაც
უამრავი ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე ვდაგავართ. ჩემი საქმე ჩემი
ცხოვრების სწორად გავლილი გზაა, უკან მოხედვისას უამრავ ბედნიერ
თვალებს ვხედავ... ასეც ვაგრძელებ, ასაკი მხოლოდ გამოცდილება და მეტი
პროფესიონალიზმია!!!!! ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას ჩვენს დღეს!!!
მასალის გამოყენების პირობები