სტაფილო სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც სხვადასხვა დაავადების
წინააღმდეგ გამოიყენება. ის კარგია საჭმლის მონელებისთვის, წმენდს
თირკმლებს. 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო საკმარისია ორგანიზმის
განწმენდისთვის.
ხელს უშლის ორგანიზმში სოკოს სპორების გამრავლებას. სტაფილო
გამოიყენება კონიუნქტივიტისა და თვალის რქოვანას დაავადებების დროს.
ნედლი ნაყოფი და წვენი ენიშნებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს.
აგრეთვე, მათ, ვინც გონებრივად და ფიზიკურად არის დატვირთული.
სტაფილოს წვენი სასარგებლოა: მადის გასაუმჯობესებლად,
მხედველობისთვის, კანის სიჯანსაღისთვის, კბილების სიმაგრისთვის, ხელს
უწყობს ნერვული სისტემის მოწესრიგებას, ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს
უწყობს სიმაღლეში ზრდას. სტაფილოს წვენი კარგია უმადობისა და საერთო
სისუსტისას – 1 სადილის კოვზი წვენი მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე.
სტაფილოს წვენი შეგვიძლია გამოვიყენოთ სურდოს დროსაც – ჩავიწვეთოთ
ცხვირის ორივე ნესტოში დღეში 6-7-ჯერ.
სტაფილოში შემავალი ვიტამინების სიმრავლე კარგია ჰიპო- და
ავიტამინოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. აგრეთვე, ის
ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭის ზოგიერთი
დაავადების დროს დანიშნული დიეტური კვების რაციონის უცვლელი
კომპონენტია. დადგენილია, რომ სტაფილო მოხარშული სახით გაცილებით
სასარგებლოა, ვიდრე უმი სახით, რადგან თერმული დამუშავების შემდეგ მის
შემადგენლობაში მყოფი ანტიოქსიდანტების რაოდენობა სამმაგდება.
გახეხილი სტაფილო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს
ორგანიზმის ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან
გათავისუფლებას, დადებითად მოქმედებს ყველა შინაგანი ორგანოს
მუშაობაზე. ის ორგანიზმში ააქტიურებს აღმდგენ პროცესებს და აძლიერებს
იმუნურ სისტემას. ანტიოქსიდანტების სიმრავლე ხელს უწყობს ახალი,
ჯანსაღი უჯრედების წარმოქმნას და აქვეითებს კიბოს გაჩენის რისკს.
გარდა ამისა, სტაფილო შეუცვლელია ყაბზობებისა და ჰემოროის
პროფილაქტიკის, საჭმლის მონელების მოწესრიგების საქმეშიც. კალიუმის
მაღალი შემცველობის წყალობით, ბოსტნეული დადებითად მოქმედებს
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ათეროსკლეროზისა და გულის
კორონალური უკმარისობისას, სტაფილოს ძირხვენისა და მისი წვენის გარდა,
მისი თესლის ექსტრაქტიც გამოიყენება, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი და
სისხლძარღვთა გამაფართოებელი თვისება აქვს. სტაფილოს წვენი წარმატებით
გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროსაც. ის
ღვიძლს წმენდს, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს კი მას ქვიშისგან და
მცირე კენჭებისგან ასუფთავებს. აგრეთვე, ამაღლებს ორგანიზმის
ინფექციებისადმი მედეგობას, ამყარებს ნერვულ სისტემას, ენერგიის
წყაროა.
მასალის გამოყენების პირობები