საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად ეძახიან:
ჟღმარტლი, კვინჩხი, მურაკი, ღორტყემალა, ღოღნაშო, ზაღლი ტყიმალ.
კვრინჩხი გამოიყენება საკვებად - ცოცხლად, კომპოტის, მურაბის, ნაყენის
და სხვა სახით, ნაყოფისგან ამზადებენ ძმარს, ხდიან არაყს.
მის ნაყოფს შემკვრელი მოქმედება ახასიათებს და, ზოგადად, კუჭ–ნაწლავის
დაავადებების დროს არის რეკომენდებული (წყლულოვანი კოლიტი,
დიზენტერია, საკვებით მოწამვლა), ნაწლავების ინფექციური დაავადების
დროს სამკურნალო თვისებები გააჩნია კვრინჩხის ღვინოსაც. ეფექტური
საშუალებაა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. მისი
ახალგამოწურული წვენი კარგია სიყვითლის (ბოტკინის) დროს.
მცენარის ნაყოფი გამოიყენება კანდიდამიკოზების დროს. არის
ანტისეპტიკური, შარდმდენი და გამამაგრებელი საშუალება. მატებს
მადას.
ყვავილებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც შარდმდენ, კუჭში
გამხსნელ, ოფლმდენ საშუალებას. მას შეუძლია პირღებინების შეწყვეტა,
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. აქვს
სისხლდენის შეჩერების ეფექტი. ნორჩ ფოთლებს ჩაის სახით აყენებენ.
მცენარის ყვავილები ასევე კარგია პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის
ლორწოვანი გარსის ანთებისას.ნაყოფიცა და ყვავილებიც ხალხურ მედიცინაში
გამოიყენება რევმატიზმის, ფურუნკულების, კანის დაჩირქებების დროს.
მცენარის ფოთლების ჩაის აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი, ამაღლებს
დიურეზს, სვამენ ქრონიკული შეკრულობის, ცისტიტის, პროსტატის ადენომის
დროს. ის ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად
არააქტიური არიან.
კვრინჩხის ფოთლების ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს ანთებისას, კანის
დაავადებების, ნეფრიტების, ცისტიტის დროს. ფოთლებისა და ყვავილების
ნაყენი თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებისას, ასევე დერმატოზების
დროს საუკეთესო საშუალებაა. კვრინჩხის ქერქსა და ფესვებს ოფლმდენი და
სიცხის დამწევი თვისებები გააჩნია.
მასალის გამოყენების პირობები