საზოგადოება
ფერმერი - მხატვარი, ან შემოქმედებითი ეკოფერმერობა ქართულად


წყარო: paradogs.pro


ცნობილი ეგვიპტელი ლამაზმანები, კლეოპატრა და ნეფერტიტი ადრეული დაბერების თავიდან ასაცილებლად ვირის რძეს იყენებდნენ და ყოველდღიურად იღებდნენ ვირის რძის აბაზანებს. ამის შესახებ აუცილებლად გიამბობენ ვირების ფერმების მფლობელები კვიპროსზე, იტალიაში და ახლა უკვე საქართველოშიც.
ასეთი უჩვეულო ფერმის ნახვა შესაძლებელია სოფელ გამარჯვებაში, საქართველოს დედაქალაქთან - თბილისთან ახლოს.







ფერმა თემურ ლომიძემ შექმნა, პროფესიით მხატვარმა! 2014 წელს მან გადაწყვიტა, რომ ვირების მოშენება - ესეც შემოქმედებითი საქმეა და ფერმერობას მიჰყო ხელი. თუმცა, ამას წინ უძღოდა ხელოვნებაში საკუთარი თავის ძიების მრავალი წელი.

თემურმა დაამთავრა არქიტექტურული ტექნიკუმი, შემდგომ, სამხატვრო აკადემია თბილისში და ბედნიერების საძიებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა. ოთხი წელი იცხოვრა კვირპროსზე და ექვსი წელი გერმანიაში, კერძოდ - ბერლინში. ამ პერიოდში იქ გაყიდა 350 ნახატი და 15 სკულპტურა. 2003 წელს თემური საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდისთვის უკვე დაქორწინებული იყო და მეუღლეებმა გადაწყვიტეს მომავალი ქალიშვილი, რომელიც ის-ის იყო უნდა დაბადებულიყო, სწორედ სამშობლოში აღეზარდათ.



თუმცა, გადმოსვლის შემდეგ ჩვენი გმირები მიხვდნენ,რომ ოჯახის გამოკვება ნახატების წერითა და სკულპტურების შექმნით საკმაოდ რთული იყო, მითუმეტეს, რომ ხელოვნების ბაზარი საქართველოში ძალიან პატარაა. ამგვარად, საკუთარი ბიზნესისთვის იდეების ძიების დროს თემურმა დაუჯერა მეგობრის რჩევას - გაეხსნა ვირების ფერმა. იმ პერიოდისათვის ეს ნამდვილად ახალი იყო და ასეთი ფერმები საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა. „ვირის ფერმები ვნახე კვიპროსზე, მაგრამ მაშინ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია,“_ იხსენებს თემური. _ „ვირების მოსაძებნად ნახევარი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდიოდი და ბოლოსდაბოლოს შევაგროვე დაახლოებით 60 სული“.
ასევე, თემურმა და მისმა მეგობარმა შეიმუშავებს ბიზნეს გეგმა, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერის ერთ-ერთ სახელმწიფო პროგრამას წარუდგინეს. ბიზნეს გეგმა მოეწონათ და მისი რეალიზაციისთვის მეგობრებმა 15 ათასი ლარიმიიღეს (5 ათას დოლარზე ცოტა მეტი). ეს არსებითი დახმარება აღმოჩნდა საქმის დასაწყებად.





ამჟამად თემურ ლომიძე თბილისში ცხოვრობს, სადაც მას საკუთარი სახლი და შემოქმედებითი სახელოსნო აქვს. „ყოველდღე ვიღვიძებ ექვს საათზე და მივდივარ ფერმაში, ქალაქგარეთ. მეგობართან ერთად ვწყემსავ ვირებს. მოწველა დღეგამოშვებითაა საჭირო. საღამოს, ჩვეულებრივ, სახელოსნოში რამეს ვაკეთებ“ _გვიყვება თავისიერთი ტიპური დღის შესახებ თემური. 







თავის ფერმას „ვირლანდია“ დაარქვა. „ვირი“ - ქართულად ვირია, ხოლო „land“ ინგლისურად მიწას ნიშნავს, ანუ - „ვირების მიწა“. მიწა ფერმერს დაახლოებით 45 ჰექტარი აქვს. საძოვრები თემურმა რამდენიმე ნაწილად გაყო. სანამ ერთ ნაწილში პირუტყვს მწყემსავს, მეორეში ბალახი იზრდება. საძოვრებს დამატებით არაფრით არ ანაყოფიერებენ, ფაქტობრივად, ამას ვირები თავად აკეთებენ. ზამთრისთვის ცხოველებისთვის თივას, ბოსტნეულსა და ხილს ამზადებენ. წელიწადში ერთი ვირი ჭამს დაახლოებთ 300 კგ. თივას, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ძროხა ან ცხენი.


თემური დარწმუნებულია, რომ ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანია. ვირები თითქმის არ ავადმყოფობენ და სხვა შინაური პირუტყვისაგან განსხვავებით, მათი მოვლა გაცილებით იოლია. ხოლო ერთი ვირისგან რძის მიღება შესაძლებელია 20 წლის განმავლობაში. 


გარდა ამისა, მოთხოვნა ვირის სასარგებლო რძეზე უფრო იზრდება, მიუხედავად მისი წარმოების შეზღუდულობისა. ერთ ვირს შეუძლია მოიწველოს სულ ერთ ლიტრამდე
რძე ორ დღეში ერთხელ. ამასთან, მთელი რძის გამოწველა არ შეიძლება, ცოტა პატარა ჩოჩორებსაც უნდა დაუტოვოს. ამგვარად, ნაშთი გამოდის დაახლოებით 200-300 მილილიტრი ორ დღეში ერთხელ. ვირის რძე ბავშვთა მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება: მაგალითად, ჩუტყვავილის, ხველის, ქუნთრუშის, ფილტვების დაავადების დროს.


„_ეს რძე ძალიან მდიდარია C ვიტამინითა და კალციუმით, რაც აუმჯობესებს ბავშვების იმუნურ სისტემას, _ ამბობს თემური. _„იტალიაში ფერმებიც არსებობს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია საბავშვო ბაღებთან და დილაობით ყველა ბავშვს აძლევენ 60 გრამ ვირის რძეს“.


უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსზე, სადაც ჩვენმა გმირმა პირველად ნახა ასეთი ფერმა, უკვე აწყობილია ვირის რძისგან საკვები მინარევების წარმოება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ალერგია აქვთ ძროხის რძეზე.

ასევე, ვირის რძით ამზადებენ კოსმეტიკას, რომელსაც უკვე ჰყავს თავისი მყიდველი. ცილების, ვიტამინებისა და ფოსფოლიპიდების მაღალი შემადგენლობის გამო, ეს რძე გამოიყენება დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალებებისთვის, კანის რეგენერაციისა და ნაოჭების საკმურნალოდ. ვირის რძე იცავს კანის ელასტიურობას, ასტიმულირებს ორგანიზმში კოლაგენის წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, მეუღლეები - ლომიძეები ასევე დაკავდნენს ვირის რძეზე დამზადებული საპნისა და საცხის წარმოებით. თემური მეუღლესთან ერთად ფიქრობს ინგრედიენტების შემადგენლობაზე, ასევე შეფუთვის დიზაინზე. აი, შემოქმედებითი უნარები ზუსტად სად გამოადგათ!






გარდა ამისა, ასეთი ბიზნესის უპირატესობა ისიცაა, რომ სხვა ფერმები, რომლებიც თანახმა იქნებიან საქართველოში ვირების მასობრივ მოშენებაზე, თემურმა არ იცის. „ზოგიერთი კიდეც დამცინოდა, რადგან არ სჯეროდათ, რომ ასეთი ფერმა რენტაბელური იქნებოდა, _ ამბობს თემური. _ ეს არაა სწრაფი ფული, რომელიც მიიღება ძროხის რძისგან ან ხორცისგან და სამომხმარებლო ბაზარიც აქ გაცილებით მცირეა. შენი კლიენტი უნდა ეძებო, მაგრამ, თუკი ნახავ, ის ხშირად მუდმივი ხდება“.




გარდა ამისა, ასეთი ბიზნესის უპირატესობა ისიცაა, რომ სხვა ფერმები, რომლებიც თანახმა იქნებიან საქართველოში ვირების მასობრივ მოშენებაზე, თემურმა არ იცის. „ზოგიერთი კიდეც დამცინოდა, რადგან არ სჯეროდათ, რომ ასეთი ფერმა რენტაბელური იქნებოდა, _ ამბობს თემური. _ ეს არაა სწრაფი ფული, რომელიც მიიღება ძროხის რძისგან ან ხორცისგან და სამომხმარებლო ბაზარიც აქ გაცილებით მცირეა. შენი კლიენტი უნდა ეძებო, მაგრამ, თუკი ნახავ, ის ხშირად მუდმივი ხდება“.

ამასთან, კარგი ვირის ნახვა და ჩამოყვანა საკმაოდ რთულია. პროვინციებში ამ ცხოველების ძირითადი დანიშნულება ჯერ კიდევ ტვირთების გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებია. თუმცა, როგორც წესი, ვირები ძალიან დაღლილები და შეშინებულები არიან, რაც ცუდად მოქმედებს მათ უნარზე - მოგცენ სამკურნალო რძე.

„_ისინი, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, საკმაოდ მოუვლელები და დაღლილები იყვნენ მუდმივად მუშაობისა და დატვირთვისგან, _ იხსენებს თემური. თუმცა, ჩვენს ფერმაში რამდენიმეწლიანი ყოფნის შედეგად, წყნარები და კეთილგანწყობილები გახდნენ, ქამრების შედეგად წარმოქმნილი იარები შეუხორცდათ, რადგანაც ქამრებს ჩვენ არ ვიყენებთ“.

სამომავლოდ ფერმერი გეგმავს ვირების რაოდენობის გაზრდას 100 სულამდე. ის ასევე იმედოვნებს, რომ ვირის რძეზე დამზადებულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა გაიზრდება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ. ახლა მცირე შეკვეთებს თემური ძირითადად ევროპიდან იღებს. პერსპექტივაში ფერმას ასევე შეუძლია წარმოების აწყობა ვირის ყველზეც. ეს არაა მარტივი საქმე, რადგანაც ერთი კილოგრამი ყველის საწარმოებლად საჭიროა 25 ლიტრი რძე. იმდენად, რამდენადაც ერთი ვირი იძლევა 200-300 მილილიტრ რძეს ორ დღეში ერთხელ, მარტივი არითმეტიკის საშუალებით შეიძლება ვიანგარიშოთ, რომ 83 ვირი უნდა გყავდეს, რომ სასურველი 25 ლიტრი რძე დღეგამოშვებით მიიღო. წარმოების პროცესი მარტივი არაა, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ ასეთი ყველის ფასს, რომელიც მერყეობს კილოგრამი ათასიდან ათასხუთასი ევროს ფარგლებში, ეს მიმართულება ნამდვილად პერსპექტიული ჩანს.

დაბოლოს, თემურს სასიამოვნო საჩუქარი გადავეცით. ჩვენი ეკოსეტაფეტის ფარგლებში, მან მიიღო ბოთლი რახი და წითელი ღვინო თავისი კოლეგისგან ჩერნოგორიიდან, ნემანი ჯურიშიჩისგან და მადლობა გადაუხადა პროექტს „სამეზობლო“.







ამგვარად, თითქმისსამთვიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ჩვენმა პროექტმა შეძლო მოევლო სამი ქვეყანა: ჩერნოგორია, უკრაინა და საქართველო და თქვენთვის მოეყოლა წარმატების სამი ისტორია. ერთი შეხედვით, ესაა საუბრები აბსოლუტურად სხვადასხვა ეკოფერმასა და სხვადასხვა ადამიანზე, თუმცა, მათ ყველას აერთიანებთ საკუთარ მიწაზე მუშაობის სურვილი ქვეყნის სასარგებლოდ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ამბავი ვინმეს შთააგონებს გახსნას ეკოფერმა თავის სოფელსა თუ დაბაში და წამოიწყოს საკუთარი საქმე. წარმატებებს გისურვებთ!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.