საზოგადოება
ევროკავშირის პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე ქედის მუნიციპალიტეტში
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერის“ ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა Covid-19-ის სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ ჩაატარა. კონკურსის გამარჯვებული სამი პროექტი ქედის მუნიციპალიტეტში უკვე 2020 წლის მაისიდან ხორციელდება. გამარჯვებული ორგანიზაციები ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე კონკურსის მიზნებზე საუბრისას აღნიშავს, რომ იმ ფორსმაჟორული სიტუციიდან გამომდინარე, რის წინაშეც Covid-19-ის გამო მსოფლიო აღმოჩნდა, შექმნა საჭიროება, მოსახლეობა ციფრულ, დისტანციურ მუშაობაზე გადასულიყო, რამაც, თავის მხრივ, ახალი, სპეციფიკური უნარების საჭიროება გააჩინა:

„კონკურსის მიზანი იყო, შეგვერჩია ისეთი პროექტები, რომლებიც Covid-19-ით ინოვაციური იდეების საშუალებით შეძლებდა ქედის ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობას, დაეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სერვისების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მართვასა და განვითარებაში, გამოუმუშავებდა მათ ციფრულ უნარებს, მოახდენდა კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობდა ტურისტულ სექტორში ქალების როლის გაზრდას. პანდემიამ აჩვენა, რომ მოსახლეობისთვის აუცილებელი გახდა მოქნილობა და ციფრულ სამყაროში გადასვლა, ბიზნესმა ონლაინ სივრცეში დაიწყო მუშაობა, საჭირო იყო, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც ეს უნარები არ გააჩნდათ ან არასაკმარისი იყო ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად“ - ამბობს გიორგი აბულაძე.



ფოტოზე: გიორგი აბულაძე, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე

ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში 13 საგრანტო განაცხადი შევიდა, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მხარი სამ პროექტს დაუჭირა. მხარდაჭერილი პროექტები ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებზე ეფექტიან რეაგირებას, კერძოდ - პირველადი ფსიქოლოგიური მომსახურების შეთავაზებას, ასევე, მოზარდების მათ შორის, შშმ პირებისა და მშობლების ფსიქო-განათლებას ვებინარის ციკლების საშუალებით, მოზარდებისა და მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას როგორც პირადი, ისე პროფესიული უნარების განვითარებას.

„ქედა კორონავირუსის წინააღმდეგ“ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია ახორციელებს. პროექტის მენეჯერი ჰამლეტ სანიკიძე გვიყვება, თუ რა კონკრეტულ შესაძლებლობებს სთავაზობს ორგანიზაცია ქედის მცხოვრებლებს:




ფოტოზე: ჰამლეტ სანიკიძე

„პროექტს ორი მიმართულება აქვს, პირველი გულისხმობს ქედაში მცხოვრები ადამიანებისთვის პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, რისთვისაც, კონკრეტულ საათებში მუშაობს კვალიფიციური ფსიქოლოგი, პასუხობს ზარებს და გასცემს კონსულტაციებს. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ადამიანები გვიკავშირდებიან პირადი ისტორიებითა და შეკითხვებით, თუ როგორ გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ წინააღმდეგობებს თავად, ან როგორ დაეხმარონ ახლობელ ადამიანებს ამ გამოწვევების დაძლევაში. ფსიქოლოგი, ასევე, ჩართულია ციფრულ სივრცეშიც და პროგრამა zoom-ის საშუალებით უძღვება ვებინარებს, ზოგადად საკითხებად განიხილავს იმ ფსიქოლოგიურ საკითხებს, რაც პირადი კონსულტაციებისას მოსახლებაში პრობლემებად იკვეთება“, - ამბობს ჰამლეტ სანიკიძე.

პროექტში ჩართული ფსიქოლოგი ნინო მღებრიშვილი, რომელიც ბენეფიციარებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს, გვიყვება, რომ დახმარებისთვის უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც უჩივიან Covid-19-ისგან გამოწვეულ შფოთვას, - „რიგ შემთხვევებში, შფოთვა გამოწვეულია ოჯახის წევრების დაინფიცირების შიშით, ასევე, ხშირია შფოთვა დანაკარგის შესახებ, როგორც საყვარელი ადამიანის, ისე სამსახურის. ზოგადი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შიში თითქმის ყველა კონსულტაციისას ვლინდება, ადამიანები განიცდიან იმ ფინანსურ ზიანს, რაც პანდემიამ გამოიწვია. არის შემთხვევები, როდესაც შფოთვას ახლავს ფიზიკური ჩივილებიც“, - აღნიშნავს ფსიქოლოგი. მისი თქმით, ასევე ხშირად მიმართავენ ბრაზის მართვის სირთულეების დასაძლევად, განსაკუთრებით კი, ბავშვებთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, პანდემიის პირობებში, მშობლებს უჭირთ ბავშვების ქცევის მართვის სირთულეებთან განმკლავება, რადგან სახლში ყოფნა სტრესულია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.



პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, გარდა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარებისა, ჩართულია ტრენინგებშიც, რომელიც ბენეფიციარებს ემოციების ამოცნობა-მიღებასა და ამ ემოციების მართვის სტრატეგიებს სთავაზობს: - „ტრენინგ-ვებინარებს 10-15 ადამიანი ესწრება ხოლმე. ისინი ყვებიან თავიანთ ისტორიებს, გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ამ მონათხრობიდან გამომდინარე, ერთად ვცდილობთ, ამოვიცნოთ ემოციები, დავსახოთ სტრატეგიები მათ სამართავად. პანდემიის დასრულების შემდეგ, ახალი გამოწვევებიც გაჩნდა. ადამიანებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შიში გაუჩნდათ, სოციალიზაციისა და კომუნიკაციის, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ადამიანების შფოთვა იკლებს, პირიქით, ახალ სირთულეებს ქმნის“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი ნინო მღებრიშვილი.

ამავე პროექტის მეორე მიმართულება ქედაში მცხოვრებ ფერმერებს ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსებს სთავაზობს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, პანდემიის გამო დახურულმა ღია ბაზარმა ფერმერებს შეუქმნა ფინანსური პრობლემები, ისინი ვერ ახერხებდნენ ნაწარმოები პროდუქტის გაყიდვას, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების საშუალებით კი, იძენენ ონლაინ გაყიდვებისთვის საჭირო უნარებს - „არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის, ბიზნესის გადასარჩენად, ციფრული მარკეტინგი გადამწყვეტ როლს ასრულებს. მოსახლეობისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა იმ უნარების გაუმჯობესება და სწავლება, რაც მათ თავიანთი ბიზნესის გადარჩენაში დაეხმარებოდა. ამისთვის შეიქმნა ვებინარების სასწავლო ციკლი სოციალურ ქსელში, რომელშიც 20-ამდე აქტიური ფერმერია ჩართული. ვებინარების საშუალებით ადამიანები იუმჯობესებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, ითვისებენ სხვადასხვა სოციალური ქსელის მენეჯმენტს, იძენენ ინფორმაციას ტურიზმის სფეროში არსებული ონლაინ პლატფორმების შესახებ, ეს ინფორმაცია მათ თავიანთი საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. სწავლებებს განსაკუთრებით აქტიურად მიყვებიან ახალგაზრდა ფერმერები და დაინტერესებაც დიდია, რაზეც ვებინარების გავრცელება და გაზიარებული ჩანაწერის ნახვები მეტყველებს. გვაქვს მოლოდინი, რომ პერიოდულად, უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება პროექტს“, - აღნიშნავს ჰამლეტ სანიკიძე.

მეორე პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია „გლობალური სამეწარმეო ქსელი ( CENN)“ ახორციელებს, ტურიზმის სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის აქტივობები მიმართულია ინოვაციური გზით ტურიზმის სექტორის განვითარებისკენ. ეხმარება ტურისტულ სექტორში ჩართულ ადამიანებს შესაბამისი ტურისტული სერვისების მიწოდებაში, ასევე, მუნიციპალიტეტის კულინარიული და კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციაში. პროექტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში ქალების როლის გაძლიერება.




პროექტის ხელმძღვანელი თინათინ ღოლაძის განმარტებით, პროექტი გულისხმობს ქედაში მცხოვრებ მეწარმეებისთვის როგორც მომსახურეობის ციფრულ სამყაროში გადაყვანის ხელშეწყობას, ისე მათი ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ხელშეწყობას, რაც პროექტში ჩართულ პირებს დაეხმარებათ დამატებითი შემოსავლის მიღებაში:

„სოციალურ ქსელში შევქმენით გვერდი „შინაურულად“ - https://www.facebook.com/shinaurulad/, უკვე მუშაობის პროცესშია ვებ.გვერდიც, რომელიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის კარგი საშუალება იქნება, თავი მოუყარონ თავიანთ სერვისებს, შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია განათავსონ და ონლაინ პლატფორმის გამოყენებით შესთავაზონ მომხმარებლებს. პროექტს, ამჟამად, 25 ბენეფიციარი ყავს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არიან, აქვთ გესთჰაუსები ან სასტუმროები. მიზანი სოფლის ტურიზმის დიჯიტალიზაცია, რომ ბენეფიციარებს დავეხმაროთ ციფრული უნარებისა და კომპენტაციის განვითარებაში. დღეს პროექტში ჩართული ადამიანები იღებენ პრაქტიკულ დავალებებს, რომლებსაც ონლაინ რეჟიმში ახორციელებენ. ისინი სწავლობენ, თუ როგორ დაამუშაონ შეთავაზება, სწავლობენ ციფრულ სთორითელინგს. მაგალითად, ერთად შევქმენით ანიმაციური პერსონაჟი, რომელიც წარმოშობით გერმანელია, საქართველოში აუტოსტოპით მოგზაურობს და იმ შეთავაზებებზე ყვება, რასაც ტურიზმის სექტორი მომხარებლებს სთავაზობს“.



საიტი მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს შესთავებს. ქედას ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ, დარეგისტრირდნენ საიტზე და განათავსონ ისეთი ეგზოტიკური მომსახურებები და აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად - ყველის ამოყვანა, ტრადიციული კერძების მომზადებაში მონაწილეობა, ყურძნის დაწურვა, მწყემსებთან ერთად მთაში წასვლა, თიხაზე მუშაობა და სხვა მსგავს საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა, რაც ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს; პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციური პერსონაჟები კი, ამ მომსახურებების შესახებ მოუყვებიან მომხმარებლებს, თუ რა მოეწონათ კერძების მომზადების პროცესში, როგორი თავგადასავალი იყო მათთვის ტურებში მონაწილეობა და ასე შემდეგ.

მესამე პროექტი, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვა, ორგანიზაციის „ნაბიჯი წარმატებისკენ“ მიერ ხორციელდება. პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, განთლება და გაძლიერება“ მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ხელშეწყობა წარმოადგენს. აქტივობები მიმართულია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მისაღებად, უტარდებათ დისტანციური ტრენინგების ციკლი სხვადასხვა აქტიურ თემატიკაზე.

პროექტის სამიზნე აუდიტორიას 14-18 და 18-25 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც 8 კვირის განმავლობაში zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის ძირითადი უფლებების, ლიდერობისა და კომუნიკაციის შესახებ, ასევე, ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა - მოხალისეობა და ახალგაზრდული შესაძლებლობები, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენის მეთოდიკა/გასაუბრების ტექნიკა, პროექტის წერის უნარ-ჩვევები, სოციალური მედიის მნიშვნელობა/კომპიუტერული უნარ-ჩვევები, კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული, დემოკრატია და სახელმწიფო მოწყობა. სამივე გამარჯვებული პროექტი საბოლოო შედეგებსა და მიღწევებს 2020 წლის ივლისში შეაჯამებს.



სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.





ავტორი: თამარ კურატიშვილი

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 8 °C
img
საგარეჯო 6 / 7 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 9 °C
img
ლაგოდეხი 7 / 10 °C
img
ყვარელი 8 / 8 °C
img
თელავი 7 / 8 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.