“ვეტექსის” ვეტერინარული კლინიკა და “უსახლკარო ცხოველთა დაცვის
საზოგადოება” ცხოველთა სტერილიზაციის პროგრამის ფარგლებში ოპერაციებს
29 ივნისს უკვე გურჯაანში ჩაატარებს. როგორც “ვეტექსის” მთავარი
ვეტერინარი, “უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების” დამფუძნებელი
და თავმჯდომარე, “საქართველოს წვრილ ცხოვრლთა ვეტერინართა ასოციაციის
პრეზიდენტი”, მარიამ ჩხიკვიშვილი - speqtri.ge-სთან საუბარში
განმარტავს, მომსახურება უფასოა
, თუმცა, აუცილებელია, რომ ცხოველთა პატრონებმა რეგისტრაცია წინასწარ
გაიარონ.
„ოპერაციები ტარდება უფასოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოითხოვს
ფინანსებს, რისთვისაც დონაციაა საჭირო. ცხოველთა სტერილიზაციის
დასაგეგმად, პატრონებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შესაბამის ლინკზე.
ზუსტად განსაზღვრული რესურსის გამო, ჩაწერის გარეშე ოპერაციას ვერ
ჩავატარებთ,“ - გვითხრა, მარიამ ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ კამპანია კახეთში თელავიდან დაიწყო და
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უკვე გაასტერილეს 82 ცხოველი.
„ჩვენი რესურსი, ისევე როგორც ყველაფრის, არის შეზღუდული და
დამოკიდებულია ჩვენი მხრიდან ჩართული ვეტერინარების და მოხალისეების
რაოდენობაზე, თუ 29-ში ბევრი მსურველი გვეყოლება, ყველა ჩაწერილს
ეტაპობრივად გავასტერილებთ. თელავში 3 ჩამოსვლაში გავასტერილეთ 82
ცხოველი.“
როგორც მარიამ ჩხიკვიშვილი ამბობს, ვეტექსის ყველა თანამშრომელი,
“უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების” წევრია. ორგანიზაცია 2008
წელს დაარსდა და მას მერე აწარმოებენ ქუჩის ცხოველების დონაციის
ხარჯზე სტერილიზაციას.
თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ცხოველები გაასტერილოთ, აუცილებელია
გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
√ ცხოველის ტრანსპორტირებას
უზრუნველყოფთ თქვენ.
√ პროგრამაში
შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ძაღლები და კატები.
√
დეჰელმინთიზაცია(ჭიაზე დამუშავება) სავალდებულოა ოპერაციამდე 3-5 დღით
ადრე.
√
გასტერილებული ცხოველები დაინიშნებიან (ძაღლები-თაგით(საყურით)
კატები- ყურის წვეტის მოკვეთით)
√
მდგომარეობის გათვალისწინებით აიცრებიან ცოფზე
√თუ ვერ
ახერხებთ დაჭერას (ქუჩის ცხოველები ჯობია წინა საღამოს დაიჭიროთ)
-მოყვანას, დროულად შეგვატყობინეთ, რომ თვენს დაკავებულ ადგილზე სხვა
ჩავსვათ.
√ მონაწილეებს
წინასწარ დაუკავშირდებიან დროის და ადგილის დასაზუსტებლად.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით
ბმულს.
ოპერაციებისთვის შერჩეულია გურჯაანში არსებული ყოფილი დოსააფის
შენობა. მისამართი, ფარნავაზის ქუჩა N6.
მასალის გამოყენების პირობები