კურორტ ახტალისა და გლობალ ვიქთორ ჯორჯიას აქცია გაჭირვებულების დასახმარებლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალურად უკიდურესად
გაჭირებული ოჯახების დახმარება ბიზნესმენების ჩართულობით. სოციალური
კამპანიის ფარგლებში სურსათის შესაძენად 10 ათასი ლარი გამოყო კურორტ
ახტალის მფლობელმა კომპანია შპს გლობალ ვიქთორ ჯორჯიამ.
„კოვიდ 19-თან დაკავშირებით, ჩვენმა ზემდგომმა, შპს გლობალ ვიქთორ
ჯორჯიამ, ჩაგვირიცხა 10 ათასი ლარი, რათა შეგვეძინა და მერიისთვის
გადაგვეცა პროდუქტები. ჩვენ მერიას უკვე გადავეცით სურსათი, რომ
გაამზადონ კალათები სოციალურად დაუცველი პირებისთვის. ჩვენ შვიძინეთ
მაკარონი, შაქარი, ბრინჯი, ზეთი, ხორცის კონსერვი, შვრიის ფანტელი,
ლობიო.“ - განუცხადა speqtri.ge-ს სს კურორტ ახტალის დირექტორმა, გოგა
უტიაშვილმა.
როგორც მერიაში განმარტავენ, გურჯაანში მოქმედმა 10-მდე ბინზესის
წარმომადგენელმა გამოხატა სოციალური პასუხისმგებლობა, რომ მონაწილეობა
მიეღო გაჭირვებული ოჯახების დახმარებაში.
„მოქალაქეები რეკავენ ცხელ ხაზზე და დახმარების თხოვნით მოგვმართავენ.
ხდება ამ ოჯახების გადამოწმება საკრებულოს დეპუტატის, მერის
წარმომადგენლისა და სოციალური სამსახურის მიერ. თუკი დადასტურდება,
რომ ისინი ნამდვილად გაჭირვებულები არიან, ვეხმარებით. ეს სასურსათო
კალათები ამ გაჭირვებულ მოსახლეობაზე ნაწილდება.“ - განმარტეს
მერიაში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დამზადებულია 700 პაკეტი მერიისა და
ბიზნესის ერთობლივი ძალებით, რომელთა გაცემაც ეტაპობრივად
მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა დახმარების სურვილი
კიდევ რამდენიმე ბიზნესმენმა გამოხატა და შესაბამისად, სოციალური
კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
იმ პირს, ვინც არის უკიდურესად გაჭირვებული და ესაჭიროება სურსათით
დახმარება, შეუძლია დარეკოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე:
0353220004; 599852200
მასალის გამოყენების პირობები