იმისთვის, რომ მიიღოთ იუსტიციის სახლში რომელიმე ტიპის მომსახურება,
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. თუმცა, ამას ვერც ქოლცენტრის
საშუალებით და ვერც ადგილზე მისვლით შეძლებს. ვიზიტის დასაჯავშნად
ვებგვერდი უნდა გამოიყენოთ.
სერვისის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პორტალზე
my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის
თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ
დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში
ფიზიკურად მისვლა.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან –
my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება ჯავშნის
კალენდარი;
- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე
მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის
თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც
იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა
მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;
- წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ
ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
- ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში
არ დაიშვება;
- ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული
პირის თანმხლები პირები;
- ფილიალებში შესაძლებელი იქნება ყველა სერვისზე განაცხადის
გაკეთება, გარდა რიტუალური ქორწინებისა;
- მომხმარებელს არ დასჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის
სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის
საშუალებით გაეგზავნება;
- იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს
მიიღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00
საათამდე;
აქვე შეგახსენებთ, რომ მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით
მისვლა საჭირო არ იქნება, რადგან მას ფოსტით გაუგზავნიან.
იუსტიციის სახლებმა ფ
უნქციონირება დღეს განაახლეს, თუმცა,
განსხვავებული წესებით. აღნიშნული სანქციები იმოქმედებს საგანგებო
მდგომარეობის მანძილზე.
მასალის გამოყენების პირობები