„ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც დარწმუნებული ვარ,
თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის. რა თქმა უნდა,
მთავრობა და მე, პირადად მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ
სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ
კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს.“
- განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი
გახარიამ.
მისივე თქმით, კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის
სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა
აღასრულოს. ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და ეკლესიის
ფუნქციონირება მორწმუნე ადამიანისთვის ასევე ეგზისტენციალური
საკითხია.
"იდეალური იქნებდა ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს
არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არცერთ
შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა – ეს იქნება როგორც სახელმწიფოს,
ისევე ეკლესიის მოწოდება. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, რომ
სახელმწიფო და მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება,
განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს, აქ ჩემი და ჩვენი ძირითადი მოკავშირე
არის მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავის
თავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და ჯანმრთელობაზე
პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას.
არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და დაელოდოს ეკლესიის
მოწოდებას, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ
ეკლესიაში, ან სახელმწიფოსგან დაელოდოს ისეთ მოწოდებას, რომ თქვენ
დაარღვიეთ კანონი და ჩვენ თვალს დავხუჭავთ, ეს არ იქნება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძენი მოქალაქე ამას მიხვდება".
დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
10 მაისამდე გაგრძელდება.
ასევე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ
დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით
აიკრძალოს შესვლა და გამოსვლა.
პრემიერის განცხადებით, შესაძლოა სააღდგომოდ სასაფლაოების
დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღონ.
მასალის გამოყენების პირობები