მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა
და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, - ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო
ბრიფინგზე განაცხადა.
ეს რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარნეულში
მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, რომლის ინფიცირების წყაროს
დადგენაც ვერ მოხერხდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე
ნახევარში გადაიყვანეს.
გახარიას განცხადებით, ამ მუნიციპალიტეტებში აიკრძალა ყველა სახის
შესვლა და გამოსვლა.
„დღეიდან იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები
პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა
ობიექტრები. საზოგადოებრივი ტრანსპოირტის მოძრაობა შეიზღუდება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები
პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცნინო
მომსახურების მისაღებად. საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო
რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კარანტინის რეჟიმზეა
გადასული მარნეულის კლინიკა ჯეოჰოსპიტალსი, სადაც ეს ქალბატონი იყო
მოთავსებული. კლინის მახლობლად უახლოეს პერიოდში განთავსდება საველე
ჰოსპიტალი, ხოლო ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გაარგრძელებს
ფუქნქიონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება.“
მისივე განცხადებით, ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯი და ამის
ძირითადი მიზანი გახლავთ თითოეული მოქალქის ჯანმრთელობა.
რაც შეეხება მედიას და პრესას. გახარიას განმარტებით, ყველა
ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში
ფუნქციონირებას.
„სხვა ყველა მედიასაშუალება ინფორმაციას მიიღებს საზოგადოებრივი
მაუწყებლის საშუალებით. მას ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი
ჯგუფი, რომელიც იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების მასშტაბით.“
არსებული ინფორმაციით, უკვე დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში
მყოფი 90 პირი.
მასალის გამოყენების პირობები