მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილებაში - „მოთხოვნები სურსათთან
შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“.
დადგენილებას რამდენიმე პუნქტი დაემატა.
დადგენილების მიხედვით, ნივთებს უნდა ჰქონდეთ ის ხარისხი, რომელიც
აუცილებელია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მასალებისა და
ნივთების მიმართ დადგენილ წესებსა და მათი დანიშნულებით
გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარისხის სტანდარტებთან
შესაბამისობა;
ასევე ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეიმუშაოს, დანერგოს და
უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი და დოკუმენტურად
დასაბუთებული სისტემა, რომელიც:
ა) უნდა ითვალისწინებდეს პერსონალის, მისი ცოდნისა და უნარების
ადეკვატურობას, ასევე, საჭიროების მიხედვით, შენობა-ნაგებობებისა და
მოწყობილობების ორგანიზაციას, რათა დარწმუნებული იყოს, რომ მზა
მასალები და საგნები შეესაბამება მათ მიმართ დადგენილ წესებს;
ბ) გამოყენებულ უნდა იქნეს წარმოებული პროდუქციის მოცულობის
შესაბამისად, რათა არ მოხდეს ბიზნესოპერატორზე გადაჭარბებული
ვალდებულებების დაკისრება
დგინდება სურსათთან არაპირდაპირი შეხების მხარეზე ტიპოგრაფიული
(საბეჭდი) საღებავის გამოყენების წესებიც. დადგენილების მიხედვით,
სურსათთან არაპირდაპირი შეხების მხარეზე ტიპოგრაფიული (საბეჭდი)
საღებავი ისე უნდა იქნეს შედგენილი და/ან გამოყენებული, რომ დაბეჭდილი
მხრიდან არ მოხდეს ნივთიერებების გადატანა (მიგრაცია) სურსათთან
პირდაპირი შეხების მხარეზე სუბსტრატით ან ქაღალდის რულონიდან ან
შეკვრიდან (დასტა) იმ რაოდენობით (კონცენტრაციით), რომელიც არ
აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებული ხარისხის
მაჩვენებელს.
გადამამუშავებლის მიერ სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი
გადამუშავებული პლასტმასის მასალებისა და ნივთების პროცესებისათვის
დადგენილმა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა უზრუნველყოს
გადამუშავებული პლასტმასის შესაბამისობა ავტორიზაციით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან.
მასალის გამოყენების პირობები