დღეს დეპუტატებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმ
ინფრასტრუქტურულ პროექტებს უყარეს კენჭი, რომელიც რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს.
საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე
ბასილაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 31 პროექტია.
„ძირითადად ეს ეხება სოფლებში შიდა საუბნო გზების, წყლის სისტემებისა
და ასევე მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაციას. საუბარია 31
პროექტზე. მოხდება მათი ეტაპობრივად გადაგზავნა და შესაბამისად,
პასუხებიც ეტაპობრივად გვექნება. “
გთავაზობთ ამ პროექტების ჩამონათვალს:
1. სოფელ ვაზისუბანში სკოლის გზის რეაბილიტაცია.
2. სოფელ ველისციხეში მუსიკალური სკოლის გზის რეაბილიტაცია.
3. სოფელ ვეჯინში თეფშიაურების უბნის გზის რეაბილიტაცია.
4. სოფელ კაჭრეთში სკოლის გზის რეაბილიტაცია.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული კორპუსების ეზოების
რეაბილიტაცია.
6. სოფელ მელაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.
7. გურჯაანში ნონეშვილის ჩიხების რეაბილიტაცია.
8. სოფელ ველისციხეში ახალი ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის
მოწყობა.
9. სოფელ კოლაგში ახალი ჭაბურღილი და წყალმომარაგების ქსელის
მოწყობა.
10. წმ. ნინოს მეორე ჩიხის და აღმაშენებლის პირველი შესახვევის
რეაბილიტაცია.
11. სარაჯიშვილის მე-2 შესახვევის მოასფალტება.
12. გაურჯის ქუჩის მოასფალტება.
13. ბერიტაშვილის ქუჩის მოასფალტება.
14. ფიროსმანის ქუჩის მოასფალტება
15. კოტეხის ქუჩის გაგრძელება და შესასვლელის მოასფალტება
16. 9 აპრილზე ყოფილი პურის ქარხნის ტერიტორიაზე სპორტდარბაზის
მშენებლობა.
17. ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.
18. სოფელ გურჯაანში მურაკაანთ უბნის მოასფალტება.
19. სოფელ გურჯაანში ქვემო წითელი უბნის გზის რეაბილიტაცია.
20. სოფელ გურჯაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
21. კარდენახში ტეტელოანთ უბნის და ბანკის ჩასასვლელის
რეაბილიტაცია
22. შაშიანში ჭაბურღილის და ქსელის რეაბილიტაცია
23. გურჯაანში 9 აპრილის ბოლოს გზის რეაბილიტაცია.
24. სოფელ დარჩეთში ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა
25. სოფელ ბაკურციხეში ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა
26. სოფელ ვეჯინში ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა.
27. სოფელ არაშენდაში და სოფელ ვაზისუბანში წყლის რეზერვუარის
რეაბილიტაცია და ქსელის მოწყობა.
28. სოფელ არაშენდაში ცენტრალური ქუჩის და მოედნის რეაბილიტაცია.
29. სოფელ კაჭრეთში ახალი ჭაბურღილის მოწყობა
30. გურჯაანში წმინდა ნინოს პირველი ჩიხის რეაბილიტაცია, გურამიშვილის
#23, #25 და7-9 ეზოს და ნონეშვილის #13 ეზოს მოასფალტება.
31. სოფელ ძირკოკის და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის
რეაბილიტაცია.
მასალის გამოყენების პირობები