მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტით,
აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომილები იმოძრავებს. შედეგად,
ბაღდათი-აბასთუმნის 60 კმ-ანი გზის მშენებლობა შეჩერდა. შემოვლითი გზა
კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის.
2018 წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებდა. სწორედ
მას შემდეგ გადაწყდა აბასთუმნის ახლებური განვითარება.
ახლებური ხედვის შედეგად გამჭოლი გზა აბასთუმანს შემოუვლის და ის
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაკეთდება. შემოვლითი გზის პროექტი,
რომელზეც საბოლოოდ შეჯერდნენ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს 9.2
კმ-ზე კვეთს და მისი პროექტირებისთვის 1 975 000 ლარი დაიხარჯა. ეს
ერთერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, სადაც ველური,
ხელშეუხებელი ტყეებია. ამასთან აქ წითელ ნუსხაში შესული მრავალი
სახეობა ბინადრობს.
გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები
ფიქრობენ, რომ გზის მშენებლობა ეკოსისტემას მძიმე შედეგებს მოუტანს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკრესი” უკვე წლებია ბიომრავალფეროვნებას
სწავლობს. მისი წარმომადგენელი ბეჟან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ გზის
მშენებლობა ამ ადგილების ცხოველებისგან დაცარიელებას გამოიწვევს და
შესაბამისად, პარკის ეს ნაწილი ველურ ბუნებას ჩამოეჭრება.
ვინაიდან ეროვნული პარკი მკაცრი დაცვის ზონაა, მსგავსი
ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა კანონით აკრძალულია. დაცული
ტერიტორიების” შესახებ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დაცული
ტერიტორიის გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი დაცული
ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევის საფრთხეა ან
ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების
აუცილებლობა დგას. თუმცა არსებობს მესამე გზაც, როდესაც საზღვრის
დადგენას თავად მთავრობა განსაზღვრავს.
ვრცლად იხილეთ
ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები