2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. ცბიერ და გამჭრიახ ვირთხას არ
უყვარს გეგმებისა და სურვილების გამომზეურება. ზოგისთვის წლის
დასაწყისი რთული იქნება,ემოციებთან გამკლავება და რთულ სიტუაციაში
ახალ პირობებთან შეგუება გაუჭირდება.
დაემშვიდობეთ ილუზიებს და იქეცით რეალისტად, გამოიყენეთ ეს პერიოდი და
ისწავლეთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან ადაპტირება. ამ ნიშნისთვის
მთავარი შინაგანი მობილიზება და სიმშვიდეა. 2020 წელს ციფრები
მეორდება, რაც აღნიშნული პერიოდის სირთულეს უსვამს ხაზს. ეს წელი
ბევრისთვის იქნება ცოტა მისტიური, გაუგებარი, თუმცა უმჯობესია ამ
უცნაურობებს გაგებით და შეგნებით მოეკიდოთ. ამ წელს ბევრი ადამიანის
ცხოვრება თავდაყირა დადგება, რაც გარკვეულწილად, სტერეოტიპების
მსხვრევასაც გამოიწვევს.
თეთრ ვირთხას უყვარს ღია ფერები, გემრიელი საჭმელი და სილამაზე. ახალი
წლის ღამეს უპირატესობა მიანიჭეთ თეთრს ან ნაცრისფერს. შავი ფერის
გამოყენებას თუ გადაწყვეტთ, ფრთხილად იყავით, რომ არ გადააჭარბოთ.
სტილი უნდა იყოს მოკრძალებული, ელეგანტური და დახვეწილი. რაც შეეხება
აქსესუარებს, შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრჭყვიალა, მოელვარე გულსაკიდი,
საყურე ან თმის სამაგრი.
წლის მთავარი ფერებია თეთრი და ვერცხლისფერი. ამიტომ, წლის მთავარი
ელემენტი - ნაძვის ხე ან მეტალის ფერი უნდა ავირჩიოთ, ან წლის ფერების
სათამაშოებითა და დეკორით მორთოთ. უხვად გამოიყენეთ ხელოვნური თოვლი,
თეთრი ფიფქები,ვერცხლისფერი "წვიმა". წლის მმართველის კეთილგანწყობა
რომ დაიმსახუროთ, ნაძვის ხე ხილითაც გააფორმეთ.
მაგიდაზე უნდა იდოს ბევრი გემრიელი კერძი, არ დაგავიწყდეთ ყველი.
სუფრა ღია ფერის შეარჩიეთ და მაგიდა ბროლითა და ვერცხლით გააწყვეთ.
გამოიყენეთ ნაკლებად ცხიმიანი ხორცი, ბოსტნეულით მომზადებული.
თევზეულიდან უპირატესობა ზღვის თევზს მიანიჭეთ. ფრინველებიდან: ბატს,
ინდაურს, ქათამს. სუფრაზე უხვად უნდა იყოს მწნილი, შებოლილი,
დამარილებული ხემსი. ცალკე თეფით უნდა დადოთ ყველის ასორტი. ფიალებში
განალაგეთ თხილეული, გოზინაყი, თაფლი. სალათები შეგიძლიათ იყოს
განსხვავებული: ხორცის, ბოსტნეულის, ხილის. გახსოვდეთ, ყველა კერძი
უნდა იყოს მომზადებული გულით. შეგიძლიათ ეგზოტიკური პროდუქტებიც
გამოიყენოთ, ამით ასიამოვნებთ ვირთხას.
ახალი წლის ღამეს: არ დარეცხოთ ან დაამტვრიოთ ჭურჭელი; არ იჩხუბოთ,
იკამათოთ სუფრასთან; ძალიან მცირე ოდენობის საჭმელი არ უნდა გქონდეთ
სუფრაზე; არ გადაყაროთ დარჩენილი პროდუქტები; არ იყოთ მარტო ახალი
წლის ღამეს; არ იფიქროთ ცუდზე და არ მოიწყინოთ
მასალის გამოყენების პირობები