ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციების განახლებას
მომდევნო კვირიდან აანონსებენ.
მათი ინფორმაციით 25 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდებიან, ხოლო 26
ნოემბერს მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის პიკეტირება მოხდება.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით, პროტესტი
გაგრძელდება და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან
გამოსავალი სპეცრაზმზე არ გადის.
„ადამიანები აქ გამოიყვანა შეურაცხყოფამ, ხელისუფლების ტყუილმა და
ამიტომ გამოსავალი იქნება მხოლოდ ის, რომ მთავრობამ გადადგას
შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები იმ პოლიტიკური კრიზისიდან
გამოსასვლელად, რომელშიც თვითონ შეგვიყვანა ყველა. ეს ნაბიჯი არ არის
სპეცრაზმი და ძალა, ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა გამოიყენონ სპეცრაზმი,
აქციები გაგრძელდება, ეს იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი
აქციები. ამ კვირის განმავლობაშიც იქნება აქციები სხვადასხვა
ლოკაციაზე. შემდეგ უკვე ორშაბათს შვიდ საათზე იქნება შეკრება
რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გადმოვინაცვლებთ
პარლამენტთან და სამშაბათს გაგრძელდება მშვიდობიანი და არაძალადობრივი
ფორმით პარლამენტის პიკეტირება.აქციები მანამდე გაგრძელდება სანამ
ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ მათ შექმნეს კრიზისი, მათ
შეიყვანეს ქვეყანა კრიზისში და უნდა მოძებნონ გამოსავალი კრიზისიდან.
პარლამენტის შიგნით ჯერ-ჯერობით პოლიტიკური. ბოიკოტის რეჟიმში ვართ
იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია შევიდეთ და სხდომზე და რაიმე
საკითხების განხილვაში ჩავერთოთ. ამიტომ, პოლიტიკური ბოიკოტი
გაგრძელდება. პიკეტირება, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო
გამოსავალი, ისევე როგორც ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება, ბუნებრივია არ
არის კარგი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი შექმნა
და ამ ყველაფრისკენ საზოგადოება მიიყვანა ივანიშვილის და „ოცნების“
ტყუილმა შეესრულებინათ ის, რასაც ხალხს დაჰპირდნენ. ამიტომ გამოსავალი
უნდა მოვძებნოთ.“-განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები