სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა
ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა
ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის
დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ინფორმაციას ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გიგა
ნიკოლეიშვილის სამსახურეობრივი საქმიანობა ასეთია: 2017-2019 - შსს-ს
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2016-2017 – ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე; 2016- ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციის უფროსი; 2014 – 2016
– სს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, ადმინისტრაციული დეპარტამენტის
დირექტორი; 2013-2014 – შპს ,,ტრანს ეკო’’ და შპს ,,ტრანს მობილი“,
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; 2012-2013 – შპს ,,სან პეტროლიუმ
ჯორჯია“, დაცვის, უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე; 2010-2012 – შპს ,,სპრინგი “, უსაფრთხოების სამსახურის
უფროსი; 2008-2010 – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო
დაზვერვის დეპარტამენტი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2006-2007
– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2006 – საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს
უფროსი; 1997-2003 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახური, განყოფილების უფროსის მოადგილე,
განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე,
ადმინისტრაციის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1994-1997 – საქართველოს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი
ოპერატიული თანამშრომელი;
მასალის გამოყენების პირობები