ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი მცენარე აქვს. თუ მას სახლში იქონიებთ,
წარმატების მოპოვებაში და პრობლემების ადვილად გადაჭრაში
დაგეხმარებათ.
გაგაცნობთ რომელი მცენარე შეესაბამება ამა თუ იმ ადამიანს, მისი
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძისთვის -კარგია კაქტუსი. ის გამოყოფს თქვენთვის სასიკეთო
ენერგეტიკას და შთანთქავს გარშემო არსებულ ნეგატიურ ენერგიებს.
კუროსთვის -სასურველია ფართოფოთლიანი მცენარეები, მაგალითად, პალმა ან
ფიკუსი. ისინი დაგეხმარებათ დადებითი შედეგების მომტანი ნაბიჯების
გადადგმაში.
ტყუპებისთვის - წარმატების მომტანია ია და დეკემბერა. ეს მცენარეები
დაგეხმარებათ ნაცნობებთან დადებითი ურთიერთობების, შენარჩუნებაში და
ემოციების მოთოკვაში.
კირჩხიბებისთვის - სასიკეთოა წყალმცენარეები, რომლებსაც აკვარიუმში
გაახარებთ.ისინიდადებით გავლენას მოახდენს ენერგეტიკული თვალსაზრისით,
ასევე, შეგიქმნით სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას სახლში,
გააძლიერებს იმუნიტეტს.
ლომის - ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის წარმატებების მომტანია
დეკორატიული, ჯუჯა პალმა, რომელიც საოჯახო და კარიერული პრობლემების
ადვილად დაძლევაში დაგეხმარებათ. შეგმატებთ მეტ რწმენასა და
თავდაჯერებულობას; მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას.
ქალწულებისთვის -კარგია ქოთნის პატარა მწვანე ყვავილები;
ისინი დაგეხმარებიან ბარაქის მოზიდვაში . შეგიწყობთ ხელს აზროვნების
განვითარებასა და უცხო ადამიანებთან შეგუებაში.
სასწორებისთვის -კარგია ჩინური ვარდი. რომელიც პირადი ცხოვრების
მოწყობაში, სასიყვარულო პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებათ, ასევე
გაგათავისუფლებთ უსარგებლო ეჭვებისა და ემოციებისგან.
მორიელებისთვის -სასურველია ალოე, კალანჰოე და ბალბა. ისინი თქვენს
ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენენ, ენერგიულად გაგაძლიერებენ,
დაგეხმარებიან რთულ სიტუაციაში საღად აზროვნებაში.
მშვილდოსანს - აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში ქოთნის ბზა. ის
დაგეხმარებათ გარშემო მყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაში, დადებითად
იმოქმედებს თქვენს შემოსავლებზე და სასურველი მიზნის მიღწევაში
შეგიწყობთ ხელს.
თხის რქებისთვის -კარგია გვიმრა. ის მოგიტანთ სიხარულს, სიმშვიდეს,
დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და საოჯახო ურთიერთობების
მოწესრიგებაში.
მერწყულებისთვის - წარმატების მომტანია კაქტუსი. მათი ენერგეტიკა
თქვენზე დადებითად აისახება, სასიყვარულო რომანტიკულ ურთიერთობებს
მოაწესრიგებს და ხელს შეგიწყობთ მშვიდ ცხოვრებაში.
თევზების- ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის აუცილებელია სახლში
წყლის მცენარეების გახარება. ლოტოსი მისტიკურ და მაგიურ მცენარედ
მოიაზრება და ის თქვენ ავი თვალისგან დაგიცავთ.
მასალის გამოყენების პირობები