თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში, საგრანტო პროგრამების შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის - ,,ეროვნული
ინოვაციების ეკოსისტემა” (GENIE) ფარგლებში, ახორციელებს ორ საგრანტო
პროგრამას. პროგრამა მოიცავს 100 000-ლარიანი და 650
000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტებს.
მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000
ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების
შემთხვევაში შეადგენს 10%-ს.
650 000-ლარიანი ინოვაციური გრანტი შეუძლია მიიღოს საქართველოში
რეგისტრირებულმა სულ მცირე ერთი წლის ასაკის მქონე კომპანიამ.
თანადაფინანსების მოცულობა აღნიშნული გრანტის შემთხვევაში უნდა
შეადგენდეს 50%-ს.
" მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლება არის ნომერ პირველ
პრიორიტეტად აღიარებული, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწორედ ამ
პრიორიტეტზეა აგებული, ეს არის ორი ურთიერთდაკავშირებული დარგი.
ეკონომიკის განვითარებას დღეს ჭირდება განათლება, განათლება ყველა
დონეზე. მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს, საქართველოში სამუშაო
ადგილების ნაკლებობა კი არ არის, პირიქით, უამრავი საქმეა ჩვენს
ქვეყანაში გასაკეთებელი, რეალურად რის ნაკლებობაც გვაქვს დღეს, ეს
არის კვალიფიციური ადამიანური რესურსი. სწორედ, ამიტომ სახელმწიფო
განათლების სფეროში მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.
დღეს, ვცხოვრობთ გლობალური ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში,
როცა გეოგრაფიული საზღვრები, ფაქტიურად უკვე პირობითობას წარმოადგენს.
ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ნიჭი, რომლითაც ქართველი
ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა მეცნიერებაში, ინოვაციებში უნდა
გამოვიყენოთ მაქსიმალურად“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების,
მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები