საზოგადოება
აქტიური მერები ეკონომიკური ზრდისთვის [Audio]
"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენაა მიმართული.
ინიციატივას 2017 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი და მის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში. სამოქმედო გეგმების შერჩევის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ზვიად არჩუაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში სწორედ აღნიშნული ინიციატივის კოორდინატორია. იგი გვიყვება, თუ რა პრინციპით მუშაობს ინიციატივა: -

-„ევროკავშირის ეს ინიციატივა ეფუძნება ერთ მიზანს, დავეხმაროთ აქტიურ მერებს, იყვნენ ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობები თავიანთ ტერიტორიაზე და შექმნან რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. ინიციატივა ორი მიმართულებით ეხმარება მუნიციპალიტეტებს: ერთი, რომ გაიგონ, თუ რა რესურსები არსებობს თავად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რასაც ეკონომიკური განვითარება სჭირდება; ასევე, ეხმარება, შეიმუშაონ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები და ამასთან, დაეხმარონ თვითმმართველობებს, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში. მეორე მიმართულებას კი, ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც ევროკავშირი გამოყოფს ფინანსებს იმ აქტიური მერებისა და მუნიციპალიტეტის იმ იდეების განსახორციელებლად, რომელიც ეკონომიკური ზრდისთვისა და განვითარებისკენ არის მიმართული“.

ინიციატივაში ჩართული საქართველოს ქალაქების - გორისა და ბოლნისის გამოცდილება ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მერებმა ევროკავშირის მხარდაჭერა რეგიონში აგრო-ბიზნესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ინიციატივაში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჩართვის შემდეგ, ბოლნისმა მონაწილეობა კონკრეტული პროექტის საშუალებით შეძლო და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა.




ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი მერი აბრამიშვილი საუბრობს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლათფორმის ჩამოყალიბება:

„საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დავიწყეთ პარტნიორის მოძიება და ეს პარტნიორი აღმოჩნდა „რეგიონის განვითარების ცენტრი“, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად ახორციელებს პროექტს. პირველ ეტაპზე, მათთან ერთად დავიწყეთ დაგეგმვა, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ამ პროექტის ფარგლებში. პროექტის ჩამოყალიბებამდე, შევხვდით სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებს, მათთან ერთად განვიხილეთ საჭიროებები და შევთანხმდით კონცეფციაზე. შესაბამისად, პროექტი შეიქმნა საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთობლივ სტრატეგიაზე დაყრდნობით. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა პროექტი და 2018 წელს ჩვენ მივიღეთ დაფინანსება, რის შემდეგაც დავიწყეთ პროექტის განხორციელება“.

პროექტი 36 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტს აგროცენტრის დაარსებაში დაეხმარება, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს. აგროცენტრი იქნება სივრცე ფერმერებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მობილური სერვისების მიღებას, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ აგროპროდუქციასთან - ხილის, ბოსტნეულის, ყველის, ხორცპროდუქტების და ღვინის შეფუთვასთან.
ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი, იმ ეკონომიკური ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს, რაც მუნიციპალიტეტში პროექტის დახმარებით განხორციელდება:

„პროექტის ფარგლებში იქმნება აგროცენტრი, ეს იქნება სერვისი ფერმერებისთვის, რომელიც მიმართული იქნება იმგვარი მომსახურებებისკენ, როგორიცაა ადგილობრივი პროდუქტის შეფუთვა და ღვინის ჩამოსხმა. აგროცენტრი ადგილზე მოემსახურება დაინტერესებულ მეღვინეს და საოჯახო მარნებს, რომ მათ შეძლონ ღვინის ჩამოსხმა და თავიანთ პროდუქტს მისცენ საბოლოო საბაზრო სახე. ეს არამხოლოდ მეღვინეებს დაეხმარება, არამედ ფერმერებსაც მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ, და რა თქმა უნდა, ბაზარზე მათი ღირებულებაც გაზარდონ. გაიტანონ პროდუქცია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებზე, არამედ ქვეყნის გარეთ, მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე და შეძლონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება“.



პროექტის ფარგლებში, რეგიონში, ასევე, იგეგმება კლასტერული ინიციატივების ხელშეწყობა. ბოლნისი 200 წლის წინანდელ გერმანულ მემკვიდრეობას ინახავს, რამდენიმე შენობა უკვე ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. მერი აბრამიშვილი გვიყვება, თუ როგორ იგეგმება პროექტის ფაარგლებში კატარინენფელდის უბნის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა:

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა გერმანელი შვაბების მიერ დატოვებული ისტორიული უბანი კატარინენფელდი და ის მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ამ უბნის ერთ-ერთი პატარა ნაწილის, სტეფანიას ქუჩის ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობა. ამ ეტაპზე, მუშავდება სტეფანიას ქუჩის და ზოგადად, უბნის მარკეტინგული სტრატეგია. კონკურსის წესით, შევარჩიეთ ოთხი ექსპერტი და დაწყებულია აქტიური მუშაობა საზოგადოებასთან. დაინტერესებულები არიან თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. ექსპერტები სახავენ სტრატეგიას, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ მიზანს და კატერინენფელდი გახდეს არა მხოლოდ ტურისტულად მიმზიდველი, არამედ მიმზიდველი ინსვესტორებისთვისაც“.

ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი ამბობს, რომ ბოლნისს ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს - „ცვლილებები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება, დიდ ეკონომიკურ ცვლილებებს მოიტანს ბოლნისისთვის და რა უნდა იყოს მერისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის თქმაა, რომ ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტში ეკონომიკური ზრდა?! შესაბამისად, ბოლნისი მიყვება პროექტულად დაგეგმილ მიზნებს, რადგან ეს პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი საშუალება, რისი დახმარებითაც მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად განვითარებას შეძლებს“, - აღნიშნავს იგი.

ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" დროში გაწერილი არ არის, როგორც ზვიად არჩუაძე, ინიციატივის სამდივნო კოორდინატორი გვეუბნება, ქვეყნის მასშტაბით ინიციატივაში 45-მდე მუნიციპალიტეტია ჩართული და როგორ გამოიყენებენ ისინი ევროკავშირის მხარდაჭერას, მათსავე აქტივობაზეა დამოკიდებული - „აქტიური მერი ნიშნავს, რომ მან უნდა გამოთქვას ჩვენი ინიციატივის წევრობის შესახებ სურვილი და უნდა შემოუერთდეს ჩვენს კლუბს. მერს კლუბში გაწევრიანების შემდეგ აქვს ერთი ვალდებულება, შეიმუშაოს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რაშიც ჩვენ ვეხმარებით და რაც მთავარია, ვალდებულებაც აქვთ რომ ეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად გააკეთონ. ეს ვალდებულება არ არის მასზე დამოკიდებული, ამას ამოწმებს შემდეგ ევროკავშირის ინიციატივა, სამდივნო რომელიც ამ პროექტში მუშაობს. შემოწმების შემდეგ, უკვე ცხადი ხდება, თუ რამდენად სწორად ასრულებს ამ ვალდებულებას მერი, თუ გეგმა სწორად არ არის შედგენილი, მას იწუნებენ, ხოლო ვისი გეგმაც სწორადაა გაწერილი და ინიციატივა დადებითად შეაფასებს, მერებს ეძლევათ კიდეც შესაძლებლობა, ევროკავშირის გრანტი აიღონ და ამ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელონ ეკონომიკური ცვლილებები მუნიციპალიტეტში“, - შესაბამისად, ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ აგრძელებს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას, რაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობაზეა დამოკიდებული.


მთავარ ფოტოზე: დავით შერაზადიშვილი


სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
ავტორი: თამარ კურატიშვილი

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.