გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრება.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით,
ახალგაზრდები გასულ წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის ფარგლებში მიემგზავრებიან.
„ზაფხულში ვიყავით პოლონეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და
პიასეჩნოს მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მაშინ მიღწეული
შეთანხმების ფარგლებში, რომლის მოლაპარაკებებიც გურჯაანის მაჟორიტარმა
დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მერიასთან ერთად აწარმოა, შედეგი არის
ის, რომ დღეს უკვე ვახორციელებთ ერთობლივ პროექტს. პროექტი,
პოლონეთში, საჯაროს სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო-შემოქმედებით
ვიზიტს მოიცავს. ივნისში, ოცი მოსწავლე ერთი კვირით გაემგზავრება
პოლონეთში, სადაც გაეცნობიან ახალგაზრდულ პოლიტიკას, საგანმანათლებლო
სისტემას, კულტურას და ა.შ. შეირჩნენ მე-11, მე-12 კლასელები შემდეგი
კრიტერიუმებით: სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და
მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებსაც ჰქონდათ კარგი აკადემიური
მოსწრება, ამავდროულად, კიდევ რამდენიმე ბავშვი, რომელთაც სხვა
უპირატესობები აქვთ, არიან შემოქმედებითი კუთხით განვითარებულები.
შერჩევის დროს არ გაგვითვალისწინებია პირადი დამოკიდებულება.
სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ჩვენი მუნიციპალიტეტი პოლონელ ბავშვებს
უმასპინძლებს.“
აღსანიშნავია, რომ შერჩეულ ახალგაზრდებს არანაირი თანხის გაღება არ
მოუწევთ. ვიზიტის ძირითად ხარჯებს პიასეჩნოს მუნიციპალიტეტი დაფარავს,
ნაწილობრივ დაფინანსებაში ჩაერთვება გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერია.
იხილეთ შერჩეული ბავშვების სია:
სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა- გიორგი საყვარლიშვილი
ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის საჯარო სკოლა- გულიკო მჭედლიშვილი
ახაშნის საჯარო სკოლა- მარიამ მაისურაძე
შაშიანის საჯარო სკოლა- ნანა მესხიშვილი
ჯიმითის საჯარო სკოლა- ანა ჟამერაშვილი
ველისციხის საჯარო სკოლა- ნინო ონოფრიშვილი
ჩუმლაყის საჯარო სკოლა- მარიამ ბაწელაშვილი
კაჭრეთის საჯარო სკოლა- მარიამ ორველაშვილი
გურჯაანის მეორე საჯარო სკოლა- ლევან ჯაჯანაშვილი
მუკუზნის საჯარო სკოლა- ლაშა აბესაძე
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა- ერეკლე აბელაშვილი
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა- მარიამ წანაწყენიშვილი
გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა- გვანცა პაპოშვილი
კარდენახის საჯარო სკოლა- გიორგი ჯიქურაშვილი
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა- ნინი ალადაშვილი
არაშენდის საჯარო სკოლა- გივი პიტიურიშვილი
ჭანდრის საჯარო სკოლა- სალომე მახარაშვილი
ჭანდრის საჯარო სკოლა- მარიამ თევდორაშვილი
ვაზისუბნის საჯარო სკოლა- მირიან მთვარელიშვილი
ბაკურციხის საჯარო სკოლა- გურამ ტორიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები