კახეთში 60 მილიონი ლარის სხვადასხვა პროექტი განხორციელდება - გუბერნატორის პრეზენტაცია
2019 წელს კახეთში, რეგიონული განვითარების ფონდიდან, 350 პროექტი
განხორციელდება, რომლის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს - ამის
შესახებ დღეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა
მუნიციპალიტეტის მერებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას
განაცხადა.
გუბერნატორის ინფორაციით, ამ დროისთვის 73 პროექტია დაფინანსებული,
თანხით 28 214 544 ლარი.
დაგეგმილია სასწრაფო დახმარების 10-მდე ცენტრისა და 10-მდე
ამბულატორიის მშენებლობა, განხორციელდება 25-მდე ამბულატორიის
რეაბილიტაცია.
ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში სასმელი წყლის
ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი განხორცილედება, ახმეტის მუნიციპალიტეტის
სოფელ მატანში მოეწყობა წყალმომარაგების სათავე-და მაგისტრალი,
რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის წყალმომარაგების სისტემას.
-„პრიორიტეტული მიმართულებებია: სკოლების, ბაღების, ამბულატორიების,
სასწრაფო დახმარების სადგურების, გზების მშენებლობა, წყალმომარაგების
გაუმჯობესება და გარე განათების მოწყობა. თანხა გამოიყოფა სტიქიის
პრევენციისთვისაც. გათვალისწინებულია ყველა ის საკითხი, რაც
მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეული მცხოვრებისთვის. იგეგმება
ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს კახეთში ტურისტული
პოტენციალის გაზრდასა და ეკონომიკის განვითარებას. შეიძლება ითქვას,
რომ წლევანდელი წელი კახეთისთვის ნაყოფიერი იქნება,“- განაცხადა
ქადაგიშვილმა.
2019 წელს კახეთის რეგიონში დაახლოებით 120 საგზაო ინფრასტრუქტრურული
პროექტი განხორციელდება, მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონაკვეთს,
გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოსა და არხილოსკალო-საბათლოს
გზას, ასევე დაგეგმილია თიანეთი-ახმეტა-ყვარელი- ნინიგორის
მაგისტრალის მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 10-მდე პროექტი
განხორციელდება. ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის მოედანი
აშენდება, სოფელ გავაზში, სპორტული სტადიონის ტერიტორიაზე საჭიდაო
მოედანი მოეწყობა, განხორციელდება დედოფლისწაყროში არსებული სტადონის
რეაბილიტაცია.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, 276 დასახლებაში, 300-ზე
მეტი პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტია
გათვალისწინებული.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან
კახეთისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები