დღეს, თელავში, თეიმურაზ ბაგრატიონის #24-ში „სამოქალაქო მოძრაობის“
ოფისი გაიხსნა. ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებას რეგიონულ
ხელმძღვანელად ნინო გოგოლაშვილი წარუდგინა.
ის სხვადასხვა პერიოდში იყო ჟურნალისტი და ასევე თანაშმრომლობდა
არასმათავრობო ორგანიზაცებთან.
-“ჩვენ გავქვს ისეთი ქვეყანა, როგორი მოქალაქეებიც ვართ, გვყავს ისეთი
ხელისუფლება, როგორი მოქალაქეებიც ვართ. ძალიან ვპასიურობთ, ჩვენ
ვაძლევთ ხელისუფლებას იმის უფლებას, რასაც ჩადის, მაგალითად თვალს
ვხუჭავთ კორუფციაზე. „სამოქალაქო მოძრაობის“ მიზანია მოქალაქეებმა
დავიკაპიწოთ ხელები, არ დაველოდოთ მესიებს და მოვინდომოთ ქვეყნის
შეცვლა უკეესობისკენ. არავინ არაფერს მოაგვარებს ჩვენ ნაცვლად. დიდი
პატივია, რომ დღეს ჩემთვის საყვარელ ქალაქ თელავში გავხსენით ოფისი.
დარწმუნებული ვარ, ჩემი წარმომადგენლობა თელავში თავს არ შეირცხვენს
და აქტიურ მოქალაქეებს შემოიკრებს გვერდით,“ - განაცხადა “სამოქალქო
მოძრაობის “ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
„სამოქალაქო მოძრაობის“ რეგიონული ხელმძღვანელის ნინო გოგოლაშვილის
თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან სხვადასხვა პრობლემურ
საკითხებზე აქტიურად ითანაშრომლებენ.
-„ამ ორგანიზაციაში შემოერთება გამოიწვია ბოლოდროინდელმა სამოქალაქო
შეგნების გაძლიერების მიზნით განხორციელებულმა ჩემმა მოქმედებებმა. ამ
ყველაფერს აქამდე მარტო ვაკეთებდი, თუმცა მივხვდი, რომ გათითოკაცებული
სამოქალაქო მოძრაობა ფაქტობრივად არ არსებობს. იმედი მაქვს, ამ
ორგანიზაციას ბევრი ახლაგაზრდა შემოუერთდება და ერთად ვიმუშავებთ
ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, რომელიც დღემდე
მოუგვარებელია. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან,
ჩვენი მოძროაბის მიზანი სწორედ ადილზე დემოკრატიის განვითარებაა."
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა „სამოქალაქო მოძრაობა“ გასული წლის
ბოლოს დააფუძნა. ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ
აქვს, თუმცა ელისაშვილი სამომავლოდ პარტიად ჩამოყალიბებას არ
გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები