ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სამშენებლო პროდუქტების
ხარისხი გაკონტროლდება.
უწყების ინფორმაციით, სამშენებლო მასალებზე 15 იანვრიდან ტექნიკური
რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირის განვითარებული ხარისხის
ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა
დაფუძნებული.
„რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი;
მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი)
ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა
რეგლამენტის მოთხოვნებთან. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით
სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის,
იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო
პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები,
სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ
დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის
მიწოდების მიზნით. შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით
ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა
წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს
სააგენტოს.
აღნიშნული პროდუქციის ზედამხედველობა განხორციელდება ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომელიც შეუსაბამობების გამოვლენის
შემთხვევაში მოახდენს სათანადო რეაგირებას - შესაბამის ეკონომიკურ
ოპერატორებს დაავალდებულებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიმართ
შემდეგი შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას პროდუქტის რეალიზაციის
შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება, — აღნიშნულია
განცხა
მასალის გამოყენების პირობები