რა ცვლილებები შევიდა გურჯაანის მერიის სოციალური დახმარების პროგრამაში
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მინიმალური სოციალური
დახმარების 2019 წლის პროგრამა დაამტკიცა.
რა ცვლილებები განხორციელდა აღნიშნულ პაკეტში, ამის შესახებ სოციალურ
საკითხთა სამსახურის უფროსი სოფიო ქუმსიაშვილი გვესაუბრა.
-„2019 წლის სოციალური დამხარების მინიმალურ პროგრამაში შევიდა
რამდენიმე ცვლილება. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთ წლამდე
ასაკის ბავშვთა კვების უზრუნველყოფის დაფინასნება მოხდება სახელმწიფო
პროგრამაში ჩართვამდე. მათ ყოველთვიურად 100 ლარი ჩაერიცხებათ.
დაემატა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის
თანადაფინანსება, იმავე კატეგორიისთვის მოხდება ტრანსპორტის ხარჯის
უზრუნველყოფაც. მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამაში განისაზღვრა
კატეგორიები დაავადებების მიხედვით. გაფანტული სკლეროზისა და
ეპილეფსიის მქონე თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვებს მედიკამენტები
დაუფინანსდებათ არა წელიწადში ერთხელ, არამედ წლიური ლიმიტი 800-დან
1200 ლარამდე განისაზღვრა. წამლების გაცემა მოხდება სამ თვეში ერთხელ.
მნიშვნელოვანია, გადაადგილების უნარშეზღუდული, საწოლს მიჯაჭვული
პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამ კატეგორიას
ყოველთვიურად ჩაერიცხება 50 ლარი. დაფინანსებაში მოხდა ცვლილება
ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით. თუ გასულ წელს, წლის
განმავლობაში ორჯერ შეეძლოთ სარგებლობა განუსაზღვრელად თანხისა, ახლა
განისაზღვრა წლიური ლიმიტი 1000 ლარის ოდენობით. გახარჯვა შეიძლება
მოხდეს რამდენჯერმე. “- აღნიშნა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების
სამსახურის უფროსმა სოფიო ქუმსიაშვილმა.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური პაკეტისთვის 1 მილიონ 249 500 ლარია გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები