დღეს, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ღონიძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული
თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
-„ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენ დავარიგეთ საინფორმაციო
ბუკლეტები, სადაც საუბარია ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ნაადრევ
ქორწინებაზე და ასევე გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებ. მინდა
აღვნიშნო რომ გენდერულმა საბჭომ დაარსების დღიდან აქამდე სულ 42
საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა. მიზანი სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ 1200-მდე მოქალაქეს შევხვდით. ქვეყანაში
სახელმწიფო პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს, რა თქმა
უნდა ვეხმაურებით ყველა ამ მიმართულებით დაგეგმილ
ღონისძებებს.“-აღნიშნა გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიამ
სირბილაშვილმა.
ღონისძიებას არასამათავრობო ორგანიზიაციების, პროკურატურის და
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძლის ეს კამპანია მეტად
მნიშვნელოვანია. ბოლო დროს სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით უფრო
მეტად დაიხვეწა. ეს დადებითი შედეგის მომტანია. დღეს პროკურორატურის
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრვენცია ნებისმიერი პრობლემის
აღმოფხვრას უწყობს ხელს. მივიღეთ ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს
ძალადობის შემთხვევები გასულ წლებთან შედარებით გაცილებით დაბალია .
ამ მიმართულებით სკოლაშიც ვმუშაბთ და ვატარებთ საინფორმაციო ხასიათის
შეხვედრებს.“- ამბობს სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის დორექტორი მაკა
ღლიღვაშვილი.
ცნობისთვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991
წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა
მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა
და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის
გაძლიერებას.
მასალის გამოყენების პირობები