7 ნოემბერს თელავში სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა - 2018“
გაიმართება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღეს
შემდეგი ღონისძიებები იგეგმება:
9:00 - მეფის სულის მოსახსენებელი წირვა ღვთისმშობლის მიძინების
ეკლესიაში;
9:00 - მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი - ერეკლე მეფის საფლავზე
მცხეთაში;
11:00 - მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი აკადემიური კონცერტი ქალთა
კაპელა „კახეთის ჰანგებისა“ და ანსამბლ „პატარა კახის“ მონაწილეობით)
- სასახლის აივანზე;
12:00 - ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა - სასახლის
აივანზე;
12:30 - მხატვარ გიორგი გეგეჭკორის გამოფენა - სამეფო პორტრეტები
სერიიდან „ბაგრატიონები“- ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო
დარბაზში;
13:00 - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრი წარმოადგენს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს „მეფე ერეკლე
-ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ - თელავის ისტორიული მუზეუმის
საკონფერენციო დარბაზში;
14:00 - ფოლკლორული კონცერტი - ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში;
17:00 - 2018 წლის „საპატიო თელაველების“ დასახელება და გალა კონცერტი
ერეკლე მეორის მოედანზე ( თეატრის წინ) ;
18:30 საათი - საზეიმო ფოიერვერკი.
უწყების ინფორმაციით, „ერეკლეობა 2018“-ის ფარგლებში ასევე ჩატარდება
ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორობისთვის“, რომლის
ფარგლებშიც გაიმართება შემდეგი აქტივობები:
12:00 - 17:00 - ახალგაზრდული ფოტოპროექტის გამოფენა - ისტორიული
მუზეუმის ტერასაზე;
12:00-13:00 – საჯარო ლექცია გენდერული თანასწორობის თემაზე
(სპიკერები - გიორგი კეკელიძე, დავით გორგილაძე და თამარ გურჩიანი) -
ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
13:00:14:00 - მოსწავლეთა საჯარო სიტყვის კონკურსი თემაზე
„თანასწორობა“- ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
14:00-15:00 - შეჯიბრი ფრენბურთში გოგონების და ბიჭების მონაწილეობით
- პირველი სკოლის სპორტულ მოედანზე;
15:00-16:00 - კულინარიული შეჯიბრი მამაკაცების მონაწილეობით -
ისტორიული მუზეუმის ტერასაზე.
ახალგაზრდული ფესტივალი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)
საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის
(NCCE) პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით,
შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები