გურჯაანში ღვინის ფესტივალი ტრადიციად იქცა და წელს უკვე მეორედ
იმართება. მოეწყო საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები.
საწნახელში დაიწურა ყურძენ , გაკეთდა თათარა და მიმდინარეობს ღვინის
დეგუსტაცია.
100-მდე ღვინის კომპანიამ და მცირე მარნებმა თავიანთი პროდუქცია
წარმოადგინეს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის
განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების
გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.
-„დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ქართული ღვინის
პოპულარიზაციას, ასევე გურჯაანის მეღვინეობა-მევენახეობის რაიონად
ჩამოყალიბებას. გასულ წელთან შედარებით ახლა ბევრად მასშტაბურია
წლევანდელი ფესტივალი, მომავალი წელი კიდევ უკეთესი იქნება.“- აღნიშნა
გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის
წარმოამდგენლები, მინისტრები, კახეთის გუბერნატორი, მსახიობები,
მომღერლები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები.
-„ძალიან კარგი დღეა. გურჯაანს გამოცოცხლება დაეტყო. ჩვენ უნდა
შევინარჩუნოთ ყველაფერი, რაც საუკეთესო გვაქვს და სააშკარაოზე
გამოვიტანოთ.“- გვითხრა დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ.
სანახაობით მოხიბლულები იყვნენ ღონისძებაზე მოსული სტუმრები.
-„ღვინის ფესტივალი გურჯაანში ტრადიციად იქცა, რაც ნამდვილად
მისასალმებელია. ღვინის სამშობლო საქართველოა, ეს ისტორიული ფაქტია.
კარგია, რომ თვითმმართველობა ტრადიციას ამკვიდრებს და არ
კარგავს.“-აღნიშნა მსახიობმა დათო როსტომაშვილმა.
დღევანდელ ღონისძიებას ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი
დაასრულებს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში
იმართება და მისი გენერალური სპონსორია სს "m² უძრავი ქონება“, ხოლო
მხარდამჭერები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული
სააგენტო. ფესტივალი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის - დავით
სონღულაშვილის პატრონაჟით ტარდება..
მასალის გამოყენების პირობები