გურჯაანის მერიაში წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების კომისია შეიქმნა
საკრებულოს მორიგ სესიაზე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასების
მქონე სტუდენტების დაჯილდოების კომისიის შექმნის თაობაზე იმსჯელეს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლევან ხაზიურის განმარტებით,
კომისია ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.
„შეიქმნა წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოების კომისია, რათა
გამოავლინოს 20 წარჩინებული სტუდენტი, რომელიც ხუთასი ლარით
დაჯილდოვდება. კომისიის თავმჯდომარე იქნება საკრებულოს წევრი მაია
ბეროშვილი. რაც შეეხება დანარჩენ შემადგენლობას, ისინი სხვადასხვა
ფრაქციების წარმომადგენლები არიან. სტუდენტების შესარჩევი კრიტერიუმი
იქნება ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგები, სამ ძირითად
საგანში: ქართულში, უნარებსა და უცხო ენაში. დაითვლება ამ ძირითადი
საგნის ნედლი ქულების ჯამი.“
კომისია შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:
თავმჯდომარე - მაია ბეროშვილი საკრებულოს წევრი, საკრებულოს სოციალურ
საკითხთა, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის
თავმჯდომარე.
ლევან ხაზიური -საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.
დავით პაიჭაძე- საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“
თავმჯდომარის მოადგილე.
ვაჟა მამისაშვილი- საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“
ფრაქციის თავმჯდომარე.
თემურ ბუწაშვილი- საკრებულოს წევრი.
დალი მინდიაშვილი- საკრებულოს წევრი.
ვასილ უტიაშვილი- საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის-
ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.
თეიმურაზ ზარდიაშვილი- საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება
მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე.
ელგუჯა ქათამაძე- საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.
ნიკა გეთიაშვილი - მერის მოადგილე.
ნატო გონგაძე- მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
მასალის გამოყენების პირობები