ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პრეზიდენტის 2018
წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი
ნომრები განსაზღვრა.
კანდიდატების წარდგენის მიზნით ცესკოს 46-მა საარჩევნო
სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა (მათ შორის 26 საინიციატივო ჯგუფი და
20 პოლიტიკური პარტია) მიმართა.
საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო
კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე)
განესაზღვრათ:
№1 - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - მიხეილ ანთაძე;
№2 - „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - დავით
ბაქრაძე;
№4 - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - ვახტანგ გაბუნია;
№5 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გრიგოლ ვაშაძე;
№10 - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი;
№17 - პარტია „საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი;
№18 - „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“- აკაკი ასათიანი;
№27 - „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ - ზვიად
ბაღდავაძე;
№28 - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი
სიმართლე“ - მიხეილ სალუაშვილი;
№31 - „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ - თამარ ცხორაგაული.
წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით 9 პარტიას მიენიჭა შემდეგი
რიგითი ნომრები:
№13 - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” - ზვიად
მეხატიშვილი;
№21 - „თავისუფალი საქართველო” - კახა კუკავა;
№22 - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” - ოთარ მეუნარგია;
№23 - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირაკლი გორგაძე;
№25 - „თავისუფალი დემოკრატები” - დავით უსუფაშვილი;
№30 - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) - ზვიად იაშვილი;
№35 - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური
მოძრაობა” - გელა ხუციშვილი;
№36 - „გირჩი” - ზურაბ ჯაფარიძე;
№40 - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ლევან ჩხეიძე.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ
პრეზიდენტობის კანდიდატებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№42 - ბესიკ აფხაიძე;
№43 - გიორგი შენგელაია;
№44 - ზაქარია როჭიკაშვილი;
№45 - იაკობ გრიგორიევი;
№46 - ვაჟა ჩხაიძე;
№47 - ბონდო ბარათაშვილი;
№48 - სალომე ზურაბიშვილი;
№49 - ბესარიონ თედიაშვილი;
№50 - დავით ამაშუკელი;
№51 - გიორგი ანდრიაძე;
№52 - გიორგი გახოკია;
№53 - ივანე ნუგზარაშვილი;
№54 - ელისო დონაძე;
№55 - გია ჩხიკვაძე;
№56 - მაია ნინუა;
№57 - კობა ჯულაყიძე;
№58 - კახაბერ ჭიჭინაძე;
№59 - ნიკოლოზ ლეკიშვილი;
№60 - ნინო ჯიქია;
№61 - ზაურ მეკოკიშვილი;
№62 - ვლადიმერ ნონიკაშვილი;
№63 - თამაზ ბიბილური;
№64 - იოსებ ბიბილეიშვილი;
№65 - თეიმურაზ შაშიაშვილი;
№66 - დენიზა სუმბაძე.
მასალის გამოყენების პირობები