კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, პირველი
იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი
გამოვლინდა
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 78 ფაქტი
გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 48
ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში - 51 ფაქტი,
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე - 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით - 18 ფაქტი, აღმოსავლეთის
რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული
სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18 ფაქტი, ხოლო თბილისში
68.
უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კგ-მდე
მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინეს,
რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება,
ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და
ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით.
1მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს
დანაგვიანების 14 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ფიზიკური პირებისათვის - 200
ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმას
ითვალისწინებს.
ასევე გამოვლინდა 1მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა
ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 84 ფაქტი. მუხლი
ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის - 500 ლარის, ხოლო იურიდიული
პირებისათვის 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის
ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების
საწვავ დანადგარში წვა 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას
ითვალისწინებს და ამ მუხლის დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო,
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავის, რეზინის
და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ
დანადგარში წვის 41 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 500 ლარის ოდენობით
საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები